ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადება

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები (იგორ პოპოვი რუსეთის ფედერაციიდან, სტეფანი ვისკონტი საფრანგეთიდან და ენდრიუ შოფერი ამერიკის შეერთებული შტატებიდან) მიესალმებიან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზორაბ მნაცაკანიანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ერთობლივ განცხადებას ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნებით შეწყვეტის შესახებ და მოუწოდებენ მხარეებს აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებისაკენ.

თანათავმჯდომარეები და ეუთოს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანდრეი კასპერჩიკი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან გარდაცვლილებისა და დაკავებულების სასწრაფოდ დაბრუნებისა და ლოჯისტიკის საკითხებზე. მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ აუცილებელი გარანტიები უსაფრთხოებისა და ლოჯისტიკური საკითხების მოსაგვარებლად.

თანათავმჯდომარეები აქტიურად იქნებიან ჩართული, რათა ხელი შეუწყონ მხარეების ძალისხმევას, მიაღწიონ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტულ პარამეტრებზე და ინტენსიური არსებითი მოლაპარაკებები დასრულდეს სიტუაციის დარეგულირებით შეთანხმებული პრინციპებისა და ფორმატის საფუძველზე.