ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით (10 დეკემბერი)

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით (10 დეკემბერი)

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მოხარულია  აღნიშნოს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 68-ე წლისთავი, დღეს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია,  მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წელს, აცხადებს, რომ ადამიანებს აქვთ განსაზღვრული ფუნდამენტალური უფლებები განურჩევლად მათი რასის, სქესის, ეროვნების, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიისა თუ სხვა რაიმე განსხვავებისა. ეს უფლებანი გამოხატავს არამარტო  ძალადობის, წამების , უკანონო დაკავების, დისკრიმინაციის, და შევიწროებისაგან თავისუფლებას,  არამედ, ასევე, მოიცავს აზრის გამოთქმის, კრიტიკის, გაზიარების, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და საკუთარი რელიგიის აღმსარებლობის უფლებას.

ჩვენ ვაფასებთ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას მათი ძალისხმევისათვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის მხარდაჭერისა და განვითარების კუთხით , ასევე მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან , მისი ინსტიტუტების მიერ ამ უფლებათა დაცვის განვითარება და გაძლიერებისათვის  ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა ადამიანის უფლებები გახდეს  რეალობა  ყველასათვის, და გავაგრძელებთ საქართველოს მოქალაქეების,  აქტივისტებისა და მთავრობის გვერდში  დგომას ამ საქმეში. ადამიანის უფლებათა დაცვის განვითარება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა,  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში განცხადებულ უფლებათა პატივისცემა კი სრულყოფს მსოფლიოს, სადაც თითოეულ პიროვნებას ექნება შესაძლებლობა იცხოვროს თავისუფლად და ღირსებით.