განცხადება თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით (19 დეკემბერი)

განცხადება თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით (19 დეკემბერი)

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს დღეს ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას, რამაც, გავრცელებული ინფორმაციით, სხვებიც დააზიანა. ჩვენი ფიქრითა და ლოცვით ელჩ კარლოვისა და სხვა მსხვერპლთა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ვართ. ვუსამძიმრებთ რუს ხალხსა და მთავრობას. ეს საზარელი თავდასხმა დიპლომატიური კორპუსის წევრზე მიუღებელია და ჩვენ რუსეთისა და თურქეთის გვერდით ვდგავართ ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ.

 

statement-nsc-spokesperson