რუსეთის ფედერაციის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების განცხადება მთიანი ყარაბაღის შესახებ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, წარმოვადგენთ რა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს, უმკაცრესად ვგმობთ ბოლოდროინდელი ძალადობის ესკალაციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, კონტაქტის ხაზის გასწვრივ.

ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ ადამიანების დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა და დაჭრილთა ოჯახებს.

მოვუწოდებთ შესაბამის სამხედრო ძალებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ დაპირისპირება.

ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, რომ დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები, კეთილსინდისიერად და ყველანაირი წინაპირობის გარეშე, მინსკის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით.