Flag

An official website of the United States government

განცხადება მთიანი ყარაბაღის შესახებ
რუსეთის ფედერაციის, ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების განცხადება
ავტორი
3 წუთიანი საკითხავი
ოქტომბერი 1, 2020

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, წარმოვადგენთ რა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს, უმკაცრესად ვგმობთ ბოლოდროინდელი ძალადობის ესკალაციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, კონტაქტის ხაზის გასწვრივ.

ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ ადამიანების დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა და დაჭრილთა ოჯახებს.

მოვუწოდებთ შესაბამის სამხედრო ძალებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ დაპირისპირება.

ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, რომ დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები, კეთილსინდისიერად და ყველანაირი წინაპირობის გარეშე, მინსკის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით.