ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის უფლებამოსილების ვადა იწურება (25 აპრილი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის უფლებამოსილების ვადა იწურება (25 აპრილი)

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი მისი დროებითი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მაისის შუა რიცხვებში დატოვებს პოსტს და დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას ამერიკაში. ელჩი უილსონის დროებითი უფლებამოსილება დაიწყო 2018 წლის ნოემბერში. ელჩ უილსონს ჰქონდა დიდი პატივი, ყოფილიყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი და ხელი შეეწყო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის. მას შემდეგ, რაც ელჩი როს უილსონი დატოვებს პოსტს, ვაშინგტონის სრული ნდობით აღჭურვილი ელისაბეთ რუდი შეასრულებს ამერიკის ელჩის მოვალეობას საქართველოში.