თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადება (15 თებერვალი)

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადება (15 თებერვალი)

2017 წლის ივნისში რუსეთის სამხედრო ძალამ წამოიწყო ყველაზე გამანადგურებელი და ფინანსურად დამაზარალებელი კიბერ-შეტევა ისტორიაში.
შეტევა, რომელიც “NotPetya“ (არა პეტია)-ს სახელით არის ცნობილი, სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში და ევროპის, აზიისა და ამერიკის მასშტაბით მილიარდობით დოლარის ზარალი გამოიწვია. ეს იყო კრემლის მიმდინარე ძალისხმევა უკრაინის დესტაბილიზაციისათვის და კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს რუსეთის მონაწილეობას მიმდინარე კონფლიქტში. ამასთანავე, ეს იყო დაუდევარი და უგუნური კიბერ-შეტევა, რომელსაც საერთაშორისო პასუხისმგებლობა მოჰყვება.