ათასწლეულის ინოვაციის კონკურის დაწყების ცერემონიაზე აღინიშნა მოსწავლეთა წარმატებები მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) სფეროშ

Ambassador Ian Kelly greets one of the participants. Photo: State Dept
ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ელჩი იან კელი ერთერთ მონაწილეს ესალმება. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ათასწლეულის ინოვაციის კონკურის დაწყების ცერემონიაზე აღინიშნა მოსწავლეთა წარმატებები მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) სფეროში (21 სექტემბერი)

21 სექტემბერს ელჩმა იან კელიმ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და პაველ სმალინსკიმ, რომელიც არის ჯეოსელის აღმასრულებელი დირექტორი, აღნიშნეს საქართველოს მესამე ინოვაციის კონკურსის დაწყება.  ჩვენ მივესალმებით ჯეოსელის მონაწილეობას ინოვაციის პროექტში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სკოლებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) დარგების განვითარებას.  ასეთი უნარ-ჩვევებით დაჯილდოებული სტუდენტები ქმნიან გუნდებს, რომლებმაც უნდა შექმნან ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ერთის მხრივ, პასუხობს გლობალურ და ადგილობრივ პრიორიტეტებს და ამასთანავე ხელს უწყობს გლობალურ მდგრად განვითარებას. გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან ჯილდოსა და აღიარების მოსაპოვებლად. გამარჯვებულ გუნდს ეძლევა შანსი,  მონაწილეობა მიიღოს კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება.