მართლმსაჯულების გაძლიერება: სასწავლო ვიზიტი კრიმინალური თავდაცვის პრაქტიკისა და სამართლებრივი სისტემების შესახებ მილუოკიში
2023 წლის 5-12 აგვისტოს აშშ-ის საელჩომ და ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურომ (INL) მოაწყო სასწავლო ვიზიტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) რვა ქართველი სისხლის სამართლის ადვოკატისათვის მილუოკიში, უისკონსში. ჯგუფი დაესწრო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესს, მათ შორის სასჯელის მოსმენებს, სტატუსის მოსმენებსა და საპროცესო შეთანხმებებზე. უისკონსინის სახელმწიფო სახალხო დამცველის ოფისმა (SPD) უმასპინძლა ქართულ დელეგაციას და მოაწყო შეხვედრები SPD-ის მაღალჩინოსნებსა და მილუოკის სისხლის სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენლებთან, როგორიცაა მთავარი მოსამართლე, საოლქო პროკურორი (DA) და მილუოკის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. ამ შეხვედრებმა დელეგაციას მიაწოდა პირველადი ინფორმაცია, როგორც SPD-ის, ისე სახელმწიფო და ადგილობრივი ადვოკატთა ასოციაციების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საუკეთესო პრაქტიკის, ოპერაციებისა და მენეჯმენტის შესახებ. გაცვლითი პროგრამა ხაზს უსვამს INL-ის მიზანს, გააძლიეროს მართლმსაჯულებისა და თავდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა საქართველოში. INL ითავისებს თავდაცვის სამსახურების მნიშვნელოვან როლს ძლიერი, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სისხლის სამართლის სისტემის მხარდაჭერაში. INL დაცვის სერვისებს საქართველოში, ეხმარება სასწავლო გაცვლის, ვორქშოპების, ტრენინგებისა და კონფერენციების მეშვეობით. ამჟამად კი, ავითარებს თავდაცვის ინტეგრირებულ პროგრამას LAS-ისა და GBA-ს ხელმძღვანელობასთან პარტნიორობით.