Flag

An official website of the United States government

ქართული ტალღა წვრთნები: საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერება ერთობლივი სპეციალური ოპერაციების ძალების წვრთნით
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ნოემბერი 30, 2023

ქართული ტალღა წვრთნები: საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერება ერთობლივი სპეციალური ოპერაციების ძალების წვრთნით

9-27 ოქტომბერს, აშშ-ის სპეცრაზმმა, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმმა და საქართველოს სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო „ქართული ტალღის“ ჩაყვინთვის წვრთნებში. წვრთნების განმავლობაში აშშ-ის და საქართველოს სპეცრაზმები ერთად მუშაობდნენ წყალქვეშა სამაშველო და უსაფრთხოების ოპერაციების დახვეწაზე, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლისა და საზღვაო ოპერაციების განხორციელების ახალი გზების შესწავლაზე. საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციების ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს საქართველოს გაძლიერებასა და უსაფრთხოებას.