Flag

An official website of the United States government

საგზაო უსაფრთხოების გაძლიერება: აშშ-ის სასწავლო ვიზიტი საქართველოს პოლიციის თანამშრომლებისთვის
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ივლისი 28, 2023

საგზაო უსაფრთხოების გაძლიერება: აშშ-ის სასწავლო ვიზიტი საქართველოს პოლიციის თანამშრომლებისთვის

აშშ-ის საელჩო და ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) გაუძღვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოთხი თანამშრომლის და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ერთი წამომადგენლის ერთკვირიან სასწავლო ვიზიტს შეერთებულ შტატებში საგზაო მოძრაობის აღსრულების შესახებ აშშ-ის საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად. დელეგაცია შეხვდა ილინოისის შტატის პოლიციის (ISP) და დენვერის პოლიციის დეპარტამენტების (DPD) წარმომადგენლებს და შეისწავლა პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, საგზაო წესების დაცვას და საგზაო ავარიების შემცირებას, რაც სერიოზულ დაზიანებას ან სიკვდილს იწვევს, ასევე, მონაცემთა სწორ გამოყენებას. INL გააგრძელებს შსს-ს მხარდაჭერას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და საგზაო შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად, რომელიც სერიოზულ დაზიანებებს ან სიკვდილს იწვევს.