სკოლის მოსწავლეები გურიიდან ესტუმრნენ საელჩოს, რათა გაეგოთ, თუ როგორ უწყობს ხელს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მისწრაფებას,გაწევრიანდეს ნატო

8 აპრილს გურიის საჯარო სკოლIMG_8525ის მოსწავლეები და მასწავლებლები ეწვივნენ ამერიკის საელჩოს, რათა გაეგოთ, თუ როგორ უჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-საქართველოს ურთიერთობას. საელჩოს წარმომადგენელმა პოლიტიკისა და ეკონომიკის განყოფილებიდან, თავდაცვისა და პრეს ატაშეებმა ისაუბრეს საელჩოს საქმიანობის შესახებ. მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ ეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების განხორციელებაში. შეხვედრის მეორე ნახევრში სტუდენტები აქტიურად ჩაებნენ დიპლომატებთან დისკუსიაში, რის დროსაც მათ შეიტყვეს, რა სარგებლობას მიიღებს საქართველო ნატოში გაწევრიანებით. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. ვიზიტი გაიმართა ნატოს კვირეულის ფარგლებში.