Flag

An official website of the United States government

წარმატებული გადაცემის ცერემონიალი ხაზს უსვამს საქართველოს დემილიტარიზაციის პროექტის პროგრესს
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
მაისი 22, 2023

წარმატებული გადაცემის ცერემონიალი ხაზს უსვამს საქართველოს დემილიტარიზაციის პროექტის პროგრესს

ელჩმა დეგნანმა მონაწილეობა მიიღო კახეთში დემილიტარიზაციის პროექტის გადაცემის ცერემონიაში. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ქართული საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ცერემონია მოიცავდა დედოფლიწყაროს ბაზაზე ახლად აშენებული შენობების და უახლესი ტექნიკის გადაცემას, სადაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საბჭოთა პერიოდის საბრძოლო მასალისა და იარაღის ლიკვიდაციით უაღრესად წარმატებული დემილიტარიზაციის პროგრამა განახორციელა. ეს ინიციატივა საქართველოს აახლოვებს ნატოს წევრობასთან და ამავდროულად აძლიერებს ადგილობრივი თემების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. პროგრამამ, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის იარაღის ამოღებისა და შემცირების ოფისი ხელმძღვანელობს, თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია, უსაფრთხოდ გაანადგურა 691,358 ნატოსთან არათავსებადი თავდაცვითი ერთეული. ეს ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც განხორციელდა ITF – Enhancing Human Security-სთან და ქართულ კომპანია DELTA-სთან თანამშრომლობით, არა მხოლოდ ამცირებს უკონტროლო დეტონაციების, ავარიებისა და გარემოს დაბინძურების რისკებს, არამედ აძლიერებს კავშირს შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის.