აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს მეწარმეობას საქართველოში (21 აგვისტო)

სამშაბათს, 22 აგვისტოს, 13:30 საათზე, ტექნოპარკში აშშ-ის საელჩოს „კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის“ მონაწილეების მიღება გაიმართება. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ თავმჯდომარე, გიორგი ზვიადაძე. მონაწილეები დღის განმავლობაში გაეცნობიან ტექნოპარკს, „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ საქმიანობას და პროექტ „აწარმოე საქართველოში“ სამომავლო გეგმებს. 10 მოსწავლე ხაშურიდან, მარნეულიდან, პანკისიდან, რუსთავიდან და თელავიდან სამი კვირით გაემგზავრება აშშ-ის ინდიანას უნივერსიტეტში, რათა უკეთ გაიცნონ მეწარმეობა ამერიკაში და გაიუმჯობესონ როგორც სამეწარმეო უნარ-ჩვევები, ასევე ინგლისური ენის ცოდნა. პროგრამის მონაწილეებს უკვე აქვთ მომნუსხველი ბიზნეს იდეები, მაგალითად: სამეწარმეო სემინარების მოწყობა ქალებისთვის, ბიოქიმიური ლაბორატორიების შექმნა ადგილობრივი წყლის სისუფთავის შესამოწმებლად, და ღია ცის ქვეშ კინოთეატრების მოწყობა სოფლებში. ეს მოსწავლეები მზად არიან ამერიკაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარონ.