საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნებისა და ეკონომიკური მდგრადობის მხარდაჭერა (17 ოქტომბერი)

საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნებისა და ეკონომიკური მდგრადობის მხარდაჭერა (17 ოქტომბერი)

 

17 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, USAID-ის მეშვეობით, განახორციელა 1,600,000 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ხუთწლიანი პროგრამისთვის, რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება, დაცვა და ეკონომიკურ შესაძლებლობათა წარმოქმნაა. USAID-ის ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამა (NPE) მხარს დაუჭერს საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზაზე, რაც მიღწეული იქნება ეკოტურიზმის განვითარებითა და ეკონომიკური აქტივობების გაზრდით. ეს კი დაცულ ტერიტორიებს დონორთა დახმარების საჭიროებისგან გაათავისუფლებს.

NPE განხორციელდება აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის (DOI) საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის (DOI-ITAP) მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის; და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან. დამატებით, NPE იმუშავებს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან და არაკომერციულ და კერძო ორგანიზაციებთან, რომლებსაც უზრუნველყოფს ტექნიკური მხარდაჭერითა და ტრენინგებით შიდა ქმედუნარიანობისა და ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონული დასაქმების შესაძლებლობათა წარმოქმნას.

NPE ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარებას ტურისტულ ზონებთან მცხოვრებ საზოგადოებებში, ასევე, ტექნიკური გაცვლით, სწავლებითა და ურთიერთსასარგებლო შემეცნებითი ტურებით დაამკვიდრებს და გაამარტივებს ურთიერთობებს დაამხანაგებულ პარკებთან.

ეს ახალი პროგრამა დამყარებულია უფრო ადრინდელ მხარდაჭერაზე, რომელიც შედგა 1999-2015 წლებში და ორიენტირებული იქნება აქტივობებზე, რომლებსაც მოიცავს ეს სამი კატეგორია: ორგანიზაციული ქმედუნარიანობა, ტურიზმი და ეკონომიკური განვითარება და რეგიონული გავლენის დამყარება, რასაც აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ტექნიკური შესაძლებლობები უზრუნველყოფს. პროგრამა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების წარმოქმნასა და შემოსავლების გენერირებას და შეემატება ქვეყანაში USAID-ის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს ეკონომიკური განვითარების კუთხით.