ინვესტირების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) არის აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი. DFC პარტნიორობს კერძო სექტორთან, იმისათვის რომ დააფინანსოს განვითარებადი მსოფლიოს წინაშე მდგარი ყველაზე კრიტიკული გამოწვევების საპასუხო გადაწყვეტილებები. ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ სხვადასხვა სექტორში, რომელთა შორისაა: ენერგეტიკა, ჯანდაცვა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგია.  

DFC ასევე უზრუნველყოფს ფინანსებს მცირე ბიზნესისა და მეწარმე ქალებისთვის განვითარებად ბაზრებზე სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. DFC ინვესტიციები პასუხობს  მაღალ სტანდარტებს  და პატივს სცემს გარემოს, ადამიანისდა მომუშავეთა  უფლებებს. 

 საფუძველს ვუყრით კეთილდღეობას 

კერძო სექტორის ინვესტიციებმა ხელი შეუწყო აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის უფრო წარმატებული და სტაბილური მომავლის საფუძვლის ჩაყრას 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ. რეგიონს სჭირდება  კერძო სექტორის დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურის, მრეწველობის მოდერნიზებისა და  უწყვეტი ზრდის პირობების შესაქმნელად. 

DFC მზად არის მხარი დაუჭიროს ინვესტიციებს აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში. DFC-ის ინვესტიციები რეგიონში ასრულებს  სტაბილიზაციის როლს და მხარს უჭერს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, ქმნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ  შესაძლებლობებს და პასუხობს განვითარების კრიტიკულ გამოწვევებს, განსაკუთრებით ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით. DFC ასევე მუშაობს ინკლუზიური ზრდისა და დასაქმებისა და აღდგენის ხელშესაწყობად კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებში. 

 ფინანსური ვალდებულების დაფინანსება  

პირდაპირი სესხები და გარანტიები 1 პროცენტამდე 25 წლამდე ვადით აშშ-ის საშუალო და მცირე ბიზნესზე ორიენტირებული სფეციფიკური პროგრამებით. 

კაპიტალის ინვესტიციები  

DFC-ის პირდაპირი კაპიტალის ინვესტიციები მნიშვნელოვნად ეხმარება განვითარების სფეროში მომუშავე კომპანიებს.  

ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა 

DFC  პროექტების პოტენციალის ანალიზის მხარდაჭერა 

საინვესტიციო ფონდები 

განვითარებადი ბაზრების კერძო კაპიტალით მხარდაჭერა საინვესტიციო კაპიტალის დეფიციტის აღმოსაფხვრელად. 

პოლიტიკური რისკის დაზღვევა 

1 მილიარდ დოლარამდე ზარალის  დაფარვა ვალუტის არაკონვერტირებადობის, ხელისუფლების ჩარევისა და პოლიტიკური ძალადობის, მათ შორის  ტერორიზმის მიზეზების გამო. DFC ასევე სთავაზობს გადაზღვევას ანდერრაიტინგის შესაძლებლობების განვითარებისთვის. 

ტექნიკური დახმარება 

DFC-ის არსებული პროექტების განვითარების გავლენის ზრდისა ან კომერციული მდგრადობის ან DFC პოტენციური პროექტების განვითარება 

DFCის საქმიანობა აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში 

მნიშვნელოვანი  პორტის გაფართოება საქართველოში 

დაფინანსებამ ხელი შეუწყო  შავი ზღვის ფოთის პორტის გაფართოებასა და  მოდერნიზაციას, რის შედეგადაც პორტს  შეუძლია უფრო დიდი გემების მიღება , რეგიონის გავლით სასაქონლო ნაკადის გაზრდა  და საქართველოს, როგორც რეგიონალური სავაჭრო ჰაბის, პოზიციონირების ხელშეწყობა.  

 

სოფლის მეურნეობის მიწოდების ჯაჭვი  მხარდაჭერა ტაჯიკეთში 

პოლიტიკური რისკის დაზღვევა ეხმარება მცირე ბიზნესს გააძლიეროს სოფლის მეურნეობის მიწოდების ჯაჭვი, გაზარდოს საკვების  შიდა წარმოება და შეამციროს იმპორტის საჭიროება. 

ცენტრალურ აზიაში მთავარი  

უნივერსიტეტის მოდერნიზაცია  

დაფინანსებამ ხელი შეუწყო ცენტრალური აზიის ამერიკული უნივერსიტეტის გაფართოებას, ბიშკეკში,ყირგიზეთში  უახლესი კამპუსითა და დამატებითი  

პროგრამებით, რამაც უნივერსიტეტს საშუალება მისცა გაზარდოს ჩარიცხვის შესაძლებლობა 33 პროცენტით და იყოს  წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი. 

სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესება და ექსპორტის მოცულობის ზრდა მოლდოვაში 

დაფინანსებამ ხელი შეუწყო მარცვლეულის ჩატვირთვის ტერმინალისა  და ზეთისხილის დაწურვის  ობიექტის მშენებლობას, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა მოლდოვის სასაწყობე, ლოჯისტიკური და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა, ამავდროულად შექმნა სამუშაო ადგილები. 

კვების მრეწველობის მოდერნიზება საქართველოში 

დაფინანსება მხარს უჭერს  ბიზნესს, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის რძის მრეწველობის მოდერნიზებასა და რძის შემგროვებელი ცენტრების ქსელის შექმნას, რაც შემოსავალს აძლევს  სოფლად მცხოვრებ ათასობით მცირე ფერმერს.