„საკვები პროგრესისთვის”უფრო ძლიერი ეკონომიკის შესაქმნელად აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მაგალითია

საქართველოში მდგრადი და მრავალფეროვანი ეკონომიკის განვითარებისთვის აშშ აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას. აშშ-ის სოფლის მეურნეობის „საკვები პროგრესისთვის” პროგრამის ფარგლებში კიდევ ორმა გემმა: Ocean Gladiator და Babuza Wisdom-მა 13 000 ტონა ხორბალი და 4 000 ტონა სოიო 3 იანვარს ფოთის პორტში შემოიტანა.  სოიო და ხორბალი საქართველოს ბაზარზე გაიყიდება და შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის ...
მეტის ნახვა»

სახელმწიფო მდივანი პომპეო თბილისშია

სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.
მეტის ნახვა»

აშშ-ის საელჩოს განცხადება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მეთორმეტე წლისთავთან დაკავშირებით

თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ...
მეტის ნახვა»

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის კომენტარი მედიასთან (8 სექტემბერი)

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის კომენტარი მედიასთან (8 სექტემბერი)    სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი: დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში ჩამოსვლა და იმ პროგრესის ნახვა, რასაც ამ ქვეყანამ მიაღწია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთმანეთთან ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ. დღეს აქ მოსვლა და ბრიფინგის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ...
მეტის ნახვა»
Show More ∨