ელჩი დეგნანის ვიზიტი იმერეთის რეგიონში

ამ კვირაში ელჩი დეგნანი იმერეთის ულამაზეს რეგიონს ესტუმრა. ვიზიტის პირველ დღეს ელჩმა მომხიბვლელი ქალაქი ქუთაისი და მისი ისტორიული სასახლე, ოქროს ჩარდახი დაათვალიერა, სადაც ქართული ტრადიციული პოლიფონიის დიდებული ხმები მოისმინა. ელჩი შეხვდა გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესა და მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ერემეიშვილს, რომელთაგანაც COVID-19-ის პანდემიაზე რეგიონის საპასუხო ქმედებებსა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების გეგმებზე მიიღო ...
მეტის ნახვა»

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში

კითხვა ღონისძიების შესახებ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სარდალთან. პოლკოვნიკმა განიხილა სხვადასხვა მნიშვნელოვანი როლი, რომელიც დასავლეთის სარდლობას აკისრია საქართველოში ამ ნაწილის დასაცავად. ასევე, ის ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც მის დაქვემდებარებაში მყოფი მამაკაცები და ქალები ასრულებდნენ COVID-19-სგან თავდაცვის მომზადებაში. ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს დანაყოფი ქუჩებში იდგა და იცავდა ქართველ ...
მეტის ნახვა»
Show More ∨