თბილისში „ტექნობანაკი საქართველო“ იხსნება (24 ივნისი)

თბილისი, 24 ივნისი, 2016. –  27 და 28 ივნისს აშშ-ის საელჩო და ამერიკული საბჭოები საქართველოს უნივერსიტეტში უმასპინძლებენ „ტექნობანაკ საქართველოს: 21-ე საუკუნის მედია სტრატეგიები“. ეს ორდღიანი სემინარი გააერთიანებს 60-მდე მონაწილეს და 15 ინსტრუქტორს, რომლებიც ერთად ჩამოაყალიბებენ სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავების სტრატეგიებსა და გადაწყვეტის გზებს, რისთვისაც გამოიყებენ დაბალფასიან, მარტივად გამოსაყენებელ ტექნოლოგიურ ხელსაწყოებს. მონაწილეები იქნებიან 6 ქვეყნიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო და სერბეთი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამათა ბიუროს მეშვეობით, ტექნობანაკის მხარდამჭერი და ორგანიზატორია მთელ მსოფლიოში. ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის სამოქალაქო საზოგადოება 2.0 ინიციატივის ფარგლებში ეს პროგრამა 2010 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ იმართება აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და შუა აღმოსავლეთში.

ტექნობანაკები  გამოირჩევა მჭირდო თანამშრომლობითა და პრაქტიკული სამუშაო ღონისძიებებით, რომელთა ნაწილია ე.წ. „ბრეინსთორმინგის“ სესიები და  დისკუსიები, რომლებსაც უძღვებიან ტექნოლოგიების სფეროს წამყვანი სპეციალისტები. ამ სესიების შედეგია იმ რეალური პრობლემის ინოვაციური გადაწყვეტა, რომელსაც მონაწილეები მუშაობის დროს აწყდებიან.

27 ივნისს 9:00 საათზე აშშ-ის საელჩო  გახსნის პირველ ტექნობანაკს საქართველოში, საქართველოს უნივერსიტეტში (მერაბ კოსტავას ქუჩა საბურთალოზე). მედია დაპატიჟებულია გახსნის ცერემონიაზე, რომელზეც აშშ-ის საელჩოდან ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და საელჩოს საზოგადოებივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი კორტნი ოსტრიანი მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ.

ქართულ პრესასთან დაკავშირებული შეკითხვებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ნათია კალაძეს საქართველოს უნივერსიტეტიდან: 599-55-81-80