Flag

An official website of the United States government

ბათუმის მე-6 საზაფხულო უნივერსიტეტი 2022 – ბირთვული უსაფრთხოება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ
ახალი გამოწვევები და რისკები
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
აგვისტო 25, 2022

ბათუმის მეექვსე საზაფხულო უნივერსიტეტი წელს მიეძღვნა რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული შედეგების ანალიზს. სამდღიანი სემინარის სადისკუსიო თემები იყო უკრაინაში რუსეთის აგრესიის ეროვნული, რეგიონული და გლობალური უსაფრთხების ასპექტები   ბირთვული უსაფრთხოების და გაუვრცელებლობის რისკების გათვალისწინებით.

წლების განმავლობაში, ბათუმის საზაფხულო უნივერსიტის მოწვეული საერთაშორისო ექპერტები სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან, ლოდონის სამეფო კოლეჯიდან, ოდესის მეჩნიკოვის ეროვნული უნივერსიტეტიდან და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან ლექციებს ატარებენ და გამოცდილებას უზიარებენ  ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე.

 ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი დაარსდა 2015 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ინიციატვით და აერთიანებს ბირთვული უსაფრთხოების და გაუვრცელებლობის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებს, მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლებს.