ელჩის სიტყვა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და ჯეოქეისის პროექტის გახსნაზე

მოგესალმებით,
მადლობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მობრძანებისთვის.

გასულ კვირას, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქვეყანაში რომელსაც მსოფლიოში უძველესი კონსტიტუციური დემოკრატია აქვს, ჩავატარეთ მშვიდი არჩევნები. ჩვენი გამოცდილება ცხადჰყოფს, რომ დემოკრატია ხშირად ხმაურიანი და ქაოტურია და შეუძლია საზოგადებაში არსებული მნიშვნელოვანი უთანხმოების გამოვლენა. ეს ყოველთვის ცუდი არ არის, მაგრამ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც საქართველოში, ვხედავთ პოლარიზაციისა და უთანხმოების ზრდას. სამწუხაროდ ჩვენ ვიხილეთ, როგორ იყენებს ამ აზრთა სხვადასხვაობას რუსეთი და სხვა ავტოკრატიული რეჟიმები უთანხმოების გასაღვივებლად, რომლის მიზანი ჩვენი საზოგადოებების ძირის გამოთხრაა.

დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ეროვნულმა ერთობამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი ყველაფერზე ვთანხმდებით და განსხვავებული აზრი აღარ იარსებებს, განსაკუთრებით საკვანძო პოლიტიკურ საკითხებზე. პარტიათა შორის კონკურენცია, პარტიული მიმხრობა, ეს ნებისმიერი დემოკრატიის ჩვეული და ჯანსაღი კომპონენტია, ისევე როგორც კომპრომისი– საერთო სიკეთისთვის

ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იყენებენ ავტოკრატები „მართულ“ ან სუვერენულ დემოკრატიას განსხვავებული აზრის ჩასახშობად და საკუთარი ინტერესების წინსვლისთვის. ავტოკრატიული რეჟიმები, ისეთი,როგორიც რუსეთია, ხშირად იყენებს ეროვნული ერთობის საბაბს დამოუკიდებელი აზრის ჩასახშობად. ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს აქ არსებული მოსაზრებებისა და შეხედულებების მრავალფეროვნებით, და სიმართლის უშიშრად თქმის ისტორიული გამოცდილებით, ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის უზრუნველსაყოფად.

შეერთებულ შტატებში, ჩვენ ვცდილობდით და ვცდილობთ მოვძებნოთ უფრო დემოკრატიული მიდგომა ერთიანობის გასაძლიერებლად დიალოგისა და ძირითად ღირებულებებზე შეთანხმების გზით. უაღრესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და ინტენსიური პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, ადვილია იმის დავიწყება, რომ ქართველი ხალხი ერთიანია საქართველოს წინაშე მდგარი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ.

საქართველოს ხალხმა არაერთხელ და მკაფიოდ გამოხატა სურვილი, რომ სურთ წარმატებულ, უსაფრთხო და დემოკრატიული საქართველოში ცხოვრება, რომელიც სრულადაა ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ამ მიზნის მიღწევაში და ყველაფერს რასაც ვაკეთებთ აქ ემსმახურება საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის ხელშეწყობას, ვმუშაობთ რა მთავრობასთან და პარტნიორებთან , რომლებიც იზიარებენ ამ მიზანს. ქართველ ხალხთან ჩვენი ოცდაათწლიანი ურთიერთობისას ჩვენი ყურადღება ყოველთვის მიმართული იყო ამ მიზნის რეალობად ქცევაზე, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოთქვა ეს სურვილი.

საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო მომენტია. ნაკლებად მნიშვნელოვანმა პარტიულმა მიკუთვნებულობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ქართველი ხალხის ამ დიდი ხნის ოცნების ასრულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხადია, რომ ხალხს მრავალი საერთო მიზანი აქვს, მიუხედავად იმისა, თუ ვის ემხრობა. სასწორზე ძალიან ბევრია.
სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას, საქართველოსთვის სახელმძღვანელო პრინციპებზე კონსენსუსის მისაღწევად, რაც შეიძლება გახდეს ცივილიზებული დისკუსიის საფუძველი. ეს არის ძალისხმევა, რომ კონკურენცია წარიმართოს ჯანსაღად და გამოინახოს საუკეთესო გზები იმ მიზნის მისაღწევად, რაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტად სურს. საქართველოს დევიზი ხომ -ძალა ერთობაშია. ჩვენი იმედი გვაქვს რომ ეს ძალისხმევა განამტკიცებს ამ დევიზის ძალას.