18 წელი 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმიდან (11 სექტემბერი)

18 წელი 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმიდან (11 სექტემბერი)

 

დროის სვლა ვერასოდეს შეამცირებს სიდიდეს დანაკარგის, სიმამაცის, თანაგრძნობის, სიმტკიცისა და ერთიანობის, რაც ვიხილეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე წუთებში.

სექტემბრის დილის საზარელმა მოვლენებმა შეაძრწუნა ამერიკა, საქართველო, მისი მეგობრები და მოკავშირეები მთელ მსოფლიოში. ჩვენ თვალებს ვერ ვუჯერებდით შექმნილი ქაოსის ყურებისას. თუმცა, დანაკარგისა და განადგურების შუაგულში აღმოცენდა განახლებული სიამაყე, პატრიოტიზმი და ერთგულება დასავლური იდეალებისადმი. ჩვენ დღეს ვჩერდებით, რათა გავიხსენოთ არა მხოლოდ ჩვენი ტკივილი და მწუხარება, არამედ ჩვენი ნებისყოფა, სიმტკიცე და განახლებული ერთიანობა რაც ამ საერთო ღირებულებების წინსვლის საქმეში წარმოიქმნება, როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ისეთ მტკიცე პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა საქართველო.

შეერთებულმა შტატებმა მრავალ განსაცდელს გაუძლო, მაგრამ იშვიათი წარმოადგენდა ისეთ გამოწვევას, როგორიც 11 სექტემბრის მოვლენები იყო. ამ საბედისწერო დღეს ჩვენი რწმენა დადგა გამოწვევის წინაშე, თუმცა ის არ დაგვიკარგავს. ამერიკელები ტიროდნენ, მაგრამ არ დამარცხდნენ. განადგურებასთან დაპირისპირებამ, ჩვენ უფრო გაგვაძლიერა.

გავერთიანდეთ დღეს, რომ გავიხსენოთ იმ დღის განსაცდელი და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ მომავალ თაობებს არასოდეს დაავიწყდეს ეს განუზომელი ტრაგედია ან მსხვერპლი, რომელიც მას შემდეგ ამერიკელებმა, ქართველებმა და სხვა მოკავშირეებმა გაიღეს.