Flag

An official website of the United States government

დრამის ლიგა და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის კოლაბორაცია იწყება
ავტორი
16 წუთიანი საკითხავი
სექტემბერი 15, 2023

დრამის ლიგა და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის კოლაბორაცია იწყება

ბროდვეის რეჟისორები ვესტ ჰილერი და შელი ბატლერი იმუშავებენ ქართველ არტისტებთან ერთად.

2023 წლის 16 სექტემბერს, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში გაიმართება თავისუფალი პერფორმანსი 

წარმოდგენილი იქნება მაწყვეტები მიუზიკლებიდან: „Chicago,” „Into The Woods,” „Kiss Me Kate,” „Damn Yankees,” „The Greatest Showman” და სხვა.

დრამა ლიგამ (სამხატვრო ხელმძღვანელი გაბრიელ სტელიანშენკსი, აღმასრულებელი დირექტორი ბევინ როსი), რომელიც მდებარეობს ნიუიორკში, აშშ, და ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო ახალმა თეატრმა (სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი) თბილისში, საქართველოში, გამოაცხადეს პირველი თანამშრომლობა. ეს არის ისტორიული მომენტი საქართველოსა და აშშ კულტურულ ურთიერთობაში.

ბროდვეის ვეტერანი რეჟისორები ვესტ ჰაილერი და შელი ბატლერი  გაემგზავრებიან თბილისში ერთი კვირის განმავლობაში ამერიკული მუსიკალური თეატრის ტექნიკის შესასწავლად. ისინი იმუშავებენ ათ მსახიობთან და შეასწავლიან მუსიკალურ ნომრებს,რომლებიც წარმოადგენენ მთლიან მუსიკალური თეატრის ისტორიას.

ქორეოგრაფი ენდრიუ კუპმანის  და დრამა ლიგის ასოცირებული სამხატვრო ხელმძღვანელის ნილანის  მიერ, მისტერ ჰილერი და ქალბატონი ბატლერი გაიზიარებენ ამერიკულ ტექნიკას მუსიკალურ დადგმაში და გაიმეორებენ საკულტო ნომრებს ამერიკული მიუზიკლის ისტორიიდან. რევიუ იწყება 1940-იანი წლების ადრეულ დღეებში, “Another Openin’, Another Show”. გვამოგზაურებენ სიმღერების ტურზე მთელი საუკუნის განმავლობაში, მათ შორის ცნობილი მიუზიკლებიდან Damn Yankees, Hair, Chicago, Into The Woods, Jersey Boys, დამთავრებული “This Is Me” ფილმიდან მიუზიკლიდან The Greatest Showman, რომელიც დამუშავების პროცესშია მომავალი ბროდვეის წარმოებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან ვქმნით საერთაშორისო კულტურულ გაცვლებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ეს ჩვენი პირველი ვიზიტია საქართველოში და ამაზე ბედნიერები ვერ ვიქნებით“, – განაცხადა სამხატვრო ხელმძღვანელმა გაბრიელ სტელიანშანკსმა. „ახალი თეატრის არტისტები ენთუზიაზმით აღსავსე, ცოდნას მოწყურებულები იყვნენ და მათმა ნიჭმა ყველა ჩვენგანზე ამერიკაში შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ დავიწყებთ მიუზიკლების გაზიარებას საქართველოს ხალხთან და, ამავე დროს, მათგან ვისწავლით ტექნიკებსა და ელემენტებს, რომლებიც დაეხმარება შეერთებულ შტატებს“.