Flag

An official website of the United States government

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის მოსამართლეებისთვის ონლაინ სემინარებს ატარებს (7 მა
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
მაისი 7, 2020

Screenshot of a video call including about 15 screens

პანდემიის დროსაც ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სასამართლო რეფორმისა და განვითარების კუთხით. მოხარული ვართ, განვაცხადოთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის მოსამართლეებისთვის ამერიკელი მოსამართლეები და ექსპერტები, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით ატარებენ წარმატებული პრაქტიკის გაცვლისა და სწავლების სემინარებს. აღნიშნული სემინარები სასამართლოს მრჩევლის პროგრამის (JRLA) ფარგლებში ტარდება და ფოკუსირებულია პრაქტიკულ საკითხებზე, როგორიცაა რელევანტური მტკიცებულებების დასაშვებობა, ირიბი ჩვენების შეფასება და ოჯახური ძალადობის საქმეების განხილვის თავისებურებები.

მოხარული ვართ, რომ მონაწილეების მხრიდან ვხედავთ დიდ დაინტერესებასა და სურვილს, მსგავსი გაცვლითი პროგრამების გაგრძელებისათვის. ერთ-ერთ სესიას რთული და მოცულობითი სისხლის სამართლის საქმეების მართვის შესახებ ელჩი კელი დეგნანიც შეუერთდება წინასიტყვაობით და მონაწილე ქართველი მოსამართლეების მიმართ გამოხატავს მადლიერებას და გაამხნევებს მათ.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ამ სემინარების დაფინანსებისთვის. მოუთმენლად ველით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩევლებს, სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის თანამშრომლობის გაგრძელებას.