ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დედამიწის დღის მხარდამჭერ კამპანიას ამერიკული კუთხეების აქტივობებით იწყებს (30 იანვარი)

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დედამიწის დღის მხარდამჭერ კამპანიას ამერიკული კუთხეების აქტივობებით იწყებს (30 იანვარი)

 

იანვარში, დედამიწის დღემდე რამდენიმე თვით ადრე, ამერიკულმა კუთხეებმა დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა შეისწავლონ როგორც ხანძრის გამომწვევი ფაქტორები, ასევე, მისი თავიდან აცილებისა და გადაჭრის გზები. ამერიკული კუთხეები სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო სესიებსა და ინტერაქტიულ პროგრამებს ადგილობრივ პარტნიორებთან, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო სერვისთან ერთად ატარებს. თებერვალში, კამპანია ბუნებრივი გარემოს დაცვის თემასაც შეეხება, სადაც ქართველი ახალგაზრდები ეროვნული პარკებისა და ცხოველთა საცხოვრებელი გარემოს დაცვის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. მთლიანობაში, კამპანია მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, რათა მათ ჩამოუყალიბდეთ საერთაშორისო ერთიანობის გრძნობა და გააცნობიერონ ადგილობრივ დონეზე გარემოს დაცვის მნიშვნელობა.

2020 წლის 22 აპრილს დედამიწის დღის 50-ე წლისთავი აღინიშნება. აშშ-ის საელჩოს სჯერა, რომ დედამიწის დღე არა ერთდღიანი ღონისძიება, არამედ ყოველდღიური ძალისხმევაა. ჩვენ დავგეგმეთ მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების განათლებასა და ჩართულობას, რომ მათთვის ყოველი დღე იყოს დედამიწის დღე. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ჩვენი აქტივობების შესახებ, მოძებნეთ #USinGeoEarthDay ან ეწვიეთ earthday.org, თუ გსურთ, რომ შეუერთდეთ საერთაშორისო კამპანიას.