ამერიკის საელჩო თბილისში გენდერული ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიან კამპანიას უერთდება (5 დეკემბერი)

A group Photo of the Training Participants, Role Playing actors and U.S. Police Instructors. Photo: State Dept

ამერიკის საელჩო თბილისში გენდერული ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიან კამპანიას უერთდება (5 დეკემბერი)

 

ამერიკის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას პოლიციის ოფიცრებისთვის ხუთდღიანი „ოჯახში ძალადობის პრაქტიკული ინტერვენციის“ კურსით შეუერთდა. ლექციებს ატარებენ ამერიკის ჯორჯიის შტატის კოვინგტონის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელები. ისინი ქართველ კოლეგებს ამერიკელ სამართალდამცავთა საუკეთესო პრაქტიკას უზიარებენ, რათა ხელი შეუწყონ ქართველ სამართალდამცავთა უნარების ამაღლებას, რომ მათ ეფექტური რეაგირება მოახდინონ ამ ტიპის დანაშაულზე და უზრუნველყონ კონფლიქტის ყველა მხარის, მათ შორის, მორეაგირე პოლიციელის უსაფრთხოება.

აშშ საელჩოს INL განყოფილება უკვე წლებია თანამშრომლობს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის საფუძველზე განისაზღვრება საჭიროებები და პასუხად INL ბიურო სთავაზობს სპეციალიზებურ, საჭიროებებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს ქართველი სამართალდამცავებს შესაძლებლობების გასაუბჯობესებლად.

ყოველწლიურად მსოფლიო გენდერული ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიან კამპანიას აღნიშნავს, რომელიც 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დღით სრულდება. აღნიშნული კამპანიის მიზანია გლობალური მასშტაბით ისეთი ქმედებების დაგეგმვა, რაც აამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას და მოუწოდებს მათ, მიიღონ ზომები ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის აღმოსაფხვრისა და პრევენციისთვის.