აშშ-ის საელჩომ ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრს პირადი მოვლის ნივთები გადასცა (4 მარტი)

The U.S. Embassy's Donates Personal Care Bags to the Domestic Violence Intake Center. Photo: State Dept
აშშ-ის საელჩომ ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრს პირადი მოვლის ნივთები გადასცა. ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის საელჩომ ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრს პირადი მოვლის ნივთები გადასცა (4 მარტი)

აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრს პირადი მოვლის ნივთების 19 ჩანთა გადასცა. ეს ნივთებია იმ ქალებისათვის, რომლებიც ეძებენ უსაფრთხო გარემოს და ახალ დასაწყისს ოჯახური ძალადობის გადატანის შემდეგ. ჩანთები დაკომპლექტებულია პერსონალური მოვლის საშუალებებით რომელიც ესაჭიროებათ დახმარებისა და პირადი ნივთების გარეშე თავშესაფარში მისულ ქალებს. ამ მარაგის მიწოდების მიზანია, სახელმწიფო სერვისებით გათვალისწინებულ დახმარებამდე, რომელიც მსხვერპლად კვალიფიცირების შემდეგ იწყება, ქალები უზრუნველყოფილი იყვნენ ძირითადი საჭიროებებით.

7 წელზე მეტია, რაც აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხმარება პერსონალის მომზადებით ოჯახური ძალადობის ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების საკითხებში. ამასთან ერთად, INL-ის ბიურომ ითამაშა მნიშნველოვანი როლი ოჯახური ძალადობის ადვოკატთა განვითარების, მიღებისა და გადამზადებისთვის პოლიციასა და პროკურატურაში.