აშშ-ის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა 130-ზე მეტი სკოლის მოსწავლისთვის ვორკშოპები ჩაატარეს (10 მარტი)

აშშ-ის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა 130-ზე მეტი სკოლის მოსწავლისთვის ვორკშოპები ჩაატარეს

ჯგუფური ფოტო მოსწავლეების, რომლებიც ხაშურის ამერიკულ კუთხეში გამართულ პრეზენტაციას დაესწრნენ
ჯგუფური ფოტო მოსწავლეების, რომლებიც ხაშურის ამერიკულ კუთხეში გამართულ პრეზენტაციას დაესწრნენ. ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის საელჩოს დედამიწის დღის კამპანიის მიმდინარეობისას საქართველოში არსებულ ამერიკულ კუთხეებში სიხარულით ვუმასპინძლეთ აშშ-ის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებს. აშშ-ის სატყეო სამსახურმა თბილისის, გორის, თელავის, რუსთავისა და ხაშურის 130-ზე მეტი მოსწავლისათვის ვორკშოპების სერია ჩაატარა. მათ სტუდენტებს გარემოს დაცვისა და ხანძრის პრევენციის ამერიკული გამოცდილება გაუზიარეს. მოსწავლეებს გააცნეს დათვი სმოუქი”, რომელიც ამერიკაში ხანძრის პრევენციის ეროვნული სიმბოლოა და რომელიც უკვე 75 წელია წარმატებით ანათლებს ამერიკელებს ამ მნიშვნელოვან საკითხზე.

2020 წლის 22 აპრილს დედამიწის დღის 50-ე წლისთავი აღინიშნება. აშშ-ის საელჩოს სჯერა, რომ დედამიწის დღე არა ერთდღიანი ღონისძიება, არამედ ყოველდღიური ძალისხმევაა. ჩვენ დავგეგმეთ მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების განათლებასა და ჩართულობას, რომ მათთვის ყოველი დღე იყოს დედამიწის დღე. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ჩვენი აქტივობების შესახებ, მოძებნეთ #USinGeoEarthDay ან ეწვიეთ earthday.org, თუ გსურთ, რომ შეუერთდეთ საერთაშორისო კამპანიას.