აშშ-ის მთავრობამ საქართველოს კინოლოგიურ სამსახურს ავტომობილი გადასცა (28 ოქტომბერი)

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს კინოლოგიურ სამსახურს ავტომობილი გადასცა (28 ოქტომბერი)

დღეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიურ სამსახურს. 2014 წლიდან აშშ-ის მთავრობამ გაწვრთნა 14 ძაღლი საქართველოს შსს-ს არალეგალურ ნარკოტიკებთან ბრძოლის უნარის ასამაღლებლად. დღეს კინოლოგიურმა სამსახურმა ჩაატარა იმის დემონსტრირება თუ როგორ ხდება ძაღლების დახმარებით მანქანებსა და სხვა დაფარულ ადგილებში ისეთი გავრცელებული არალეგალური ნარკოტიკების აღმოჩენა, როგორიცაა ჰეროინი, კოკაინი და მეტამფეტამინი. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, აშშ-ის მთავრობის სახელით, საპატრულო პოლიციის დირექტორს გადასცა სპეციალური ავტომანქანის გასაღები. ავტომანქანა აღჭურვილია ტემპერატურის კონტროლის მქონე ვოლიერებით, რაც ხელს შეუწყობს კინოლოგიურ სამსახურს გრძელვადიან მისიებზე მუშაობისას.