აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებულ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოვილთა და მიგრაციის ბიუროს დაფინანსებით ზუგდიდში საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი დაარსდა. ამ ცენტრის მიზანია, რომ აქტიურად შეუწყოს ხელი იძულებით გადაადგილებულ პირებს და ადგილობრივი თემის წევრებს, რიგი სერვისებითა და პროგრამებით ისეთ საარსებო შესაძლებლობებზე, როგორიცაა დასაქმება, პროფესიული განათლება, გრანტები, სტაჟირებები და ტრენინგი. საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი აქტიურად გასცემს რჩევებსა და დახმარებას 2019 წლის სექტემბრიდან.
აშშ-ის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიმართ ერთგული რჩება და მოუთმენლად ელის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროსთან ერთად ამ პროგრამების გაგრძელებას.