აშშ-ის მთავრობა USAID-ის მეშვეობით ხელს უწყობს საქართველოს მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაში (2 ოქტომბერი)

აშშ-ის მთავრობა USAID-ის მეშვეობით ხელს უწყობს საქართველოს მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაში (2 ოქტომბერი)

საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობის საფუძველზე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მუშაობს ქვეყანაში მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაზე. დემოკრატია აღწევს წარმატებას მაშინ, როდესაც სამთავრობო სტრუქტურები არის გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ქმედითი. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, USAID „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ მეშვეობით, მხარს უჭერს საჯარო სამსახურის ბიუროს რეფორმების განხორციელებაში. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობას, განაგრძოს დღის წესრიგში არსებული რეფორმების განხორცილება.

30 სექტემბერს, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლორა ბერგერმა მონაწილეობა მიიღო საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ეხებოდა საჯარო სექტორის რეფორმებს. ღონისძიება წარმოადგენდა არაჩვეულებრივ პლატფორმას გამოცდილების გაზიარებისა და საერთო გამოწვევების გადაჭრის გზების განსახილველად.

პოლიტიკური ვალდებულებების სრულფასოვანი შესრულება გადამწყვეტ როლს თამაშობს სტრუქტურული ცვლილებების მიღწევასა და მთავრობაში კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფაში, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია კომპლექსური რეფორმების განხორცილებისთვის.

2012 წლიდან საჯარო სამსახურის ბიუროს გარდაქმნა წარმოადგენს წარმატებული ინსტიტუციის მშენებლობის შესანიშნავ მაგალითს, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული პარტნიორობის ახალ დონეზე გადასვლას.