ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს CBRN-ის საფრთხის მზადყოფნაში (11 დეკემბერი)

CDA Elizabeth Rood opened the 5th Annual Interagency Council on CBRN.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გახსნა მე-5 ყოველწლიური უწყებათაშორისი საბჭო CBRN-ის საფრთეების შესახებ. ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს CBRN-ის საფრთხის მზადყოფნაში (11 დეკემბერი)

 

დღეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გახსნა მე-5 ყოველწლიური უწყებათაშორისი საბჭო CBRN-ის საფრთეების შესახებ და ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ერთობლივ წვლილსა და ინვესტიციებს საერთაშორისო მშვიდობის სფეროში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მეშვეობით, საქართველოს გადასცა აღჭურვილობა და ჩაატარა ტრენინგები საქართველოს შესაძლებლობების მოდერნიზების, რეაგირების გაძლიერებისა და CBRN საფრთხეების წინააღმდეგ მზადყოფნის მიზნით. ეს ძალისხმევა დაეხმარება საქართველოს სამინისტროებს შიდა და გარე საფრთხეების აღმოჩენასა და მოქალაქეების უკეთესად დაცვაში.

ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს მისიაში.