კორონა ვირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ამერიკის მთავრობა საქართველოს დამატებით 1 მილიონი დოლარით დაეხმარება (18 ივნისი)

კორონა ვირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ამერიკის მთავრობა საქართველოს დამატებით 1 მილიონი დოლარით დაეხმარება (18 ივნისი)

 

თბილისი – ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონა ვირუსის შემცირებისთვის USAID საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება. ეს დახმარება, რომელიც განხორციელდება UNICEF-თან პარტნიორობით, მოიცავს  სამედიცინო დაწესებულებებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემას,  სწრაფი რეაგირების ჯგუფების ხელშეწყობას, ინფექციის კონტროლსა და ვირუსის გავრცელების პრევენციას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციის გაძლიერებას.  USAID-იმ  მთლიანობაში, კორონა ვირუსის შესაჩერებელი  გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის 2.7 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო.

“ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს შესაძლებლობას გაუმკლავდეს კორონა ვირუსს.  ამერიკის მთავრობის დახმარება, რომელიც USAID-ის საშუალებით განხორციელდება,  ამ რთულ პერიოდში, ეკონომიკის აღდგენაშიც დაეხმარება საქართველოს” – განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

ამერიკა  მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა სააგენტოების საშუალებით, როგორებიცაა: ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC), თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA), ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტი (WRAIR) და USAID, რომელიც  ეკონომიკის აღდგენისთვის და პანდემიის დროს საზოგადოებრივი სამსახურების ეფექტური უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა სახის მხარდაჭერას ახორციელებს.  საქართველოს  ჯანდაცვის სისტემების  შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში, ამერიკა დაახლოებით 140 მილიონი დოლარით დაეხმარა საქართველოს.

წლების განმავლობაში ამერიკა ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული ორმხრივი დახმარების ყველაზე დიდი მხარდამჭერია მთელ მსოფლიოში.

დღეს სამყარო ინფექციური დაავადებების საფრთხის წინაშეა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატები  სხვა დონორებსაც მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ  COVID-19-ის დამარცხებაში.

 USAID-ის მხარდაჭერაზე კორონა ვირუსის პანდემიის დროს  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით შემდეგ ვებგვერდზე: https://www.usaid.gov/coronavirus-covid-19.