ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Donald Cook (DDG 75) ჩამოდის (21 იანვარი)

ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Donald Cook (DDG 75) ჩამოდის (21 იანვარი)

 

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი Donald Cook (DDG 75) რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში ბათუმის ნავსადგურს 21 იანვარს ესტუმრა. Donald Cook (DDG 75) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი, რომელიც ექსპლუატაციაში ჩაეშვა 1998 წელს. ეს არის ხომალდის მეორე ვიზიტი საქართველოში. შავ ზღვაში ყოფნისას სამხედრო ხომალდი Donald Cook მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და მეექვსე ფლოტის მიზნებს. ხომალდის ვიზიტი ხელს შეუწყობს აშშ-ის რეგიონული პარტნიორების საზღვაო უსაფრთხოების, სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

Donald Cook-ის შემოსვლა შავ ზღვაში ხაზს უსვამს ამერიკის როლს ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის სფეროში. ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება მოკავშირეების გაძლიერებით თანამშრომლობის გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად. გაიმართება ტურები ხომალდზე, ამხანაგურისაფეხბურთო მატჩი ამერიკელ მეზღვაურებსა და ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის და რამდენიმე ერთობლივი წვრთნა. Donald Cook-ის საპორტო ვიზიტი ამერიკელ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს მოინახულონ ისტორიული ადგილები და გააღრმავონ გრძელვადიანი პარტნიორობა ქართველ კოლეგებთან. ამერიკული საზღვაო ძალების მიერ ხომალდების საქმიანობა შავ ზღვაში თანხვედრაშია Montreux-ის კონვენციასთან და საერთაშორისო სამართალთან. აშშ-ის Donald Cook-ის მეთაურია კაპიტანი Matthew Powel, რომლის ეკიპაჟშიც 306 მეზღვაური შედის. ხომალდის ზომებია: სიგრძე – 153 მეტრი, სიგანე – 20 მეტრი, წყალწყვა – 9 მეტრი.