აშშ-ის სამხედრო ხომალდი Porter ბათუმის პორტში ჩამოვიდა (22 ოქტომბერი)

აშშ-ის სამხედრო ხომალდი Porter ბათუმის პორტში ჩამოვიდა (22 ოქტომბერი)

 

22 ოქტომბერს, აშშ-ის საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ბათუმში პორტში შემოვიდა. ეს ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.

კაპიტან ტრენტს პორტში დახვდნენ ქართველი თანამდებობის პირები და გაუმასპინძდლნენ ქართული ტრადიციული ღვინით. ხომალდის ეკიპაჟი მიიღეს ტრადიციული ქართული ცეკვით და სიმღერით, რის შემდეგადაც კაპიტანი ესაუბრა ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებს. ეს არის გემის მეორე ვიზიტი საქათველოში.

ბათუმში ყოფნისას ხომალდის ეკიპაჟი აპირებს სხვადასხვა ოფიციალურ და კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობას.

კაპიტანი ტრენტის კომენტარი პრესასთან

ჩემი სახელია ქრეგ ტრენტი. მე ვარ USS Porter-ის მეთაური. მადლობა თქვენი სტუმართმოყვარეობისათვის და გულთბილი მიღებისათვის – ეს იყო შესანიშნავი. საქართველოს სტუმართმოყვარეობის კუთხით ლეგენდარული რეპუტაცია აქვს და თქვენ მას ნამდვილად გადააჭარბეთ – დიდი მადლობა. ჩემი ხომალდია USS Porter და თუ ხედავთ, მას აწერია „თავისუფლების ჩემპიონი.“ ეს არის ამ ხომალდის სლოგანი, რომელიც უკავშირდება ჩემი სახელმწიფოს საფუძველს, თავისუფლების პრინციპებს. მე ვიცი, რომ ეს პრინციპები გვაკავშირებს ქართველებთანაც. ეს აძლიერებს ჩვენს მეგობრობას. ჩვენი ხომალდის ვიზიტიც ამ მეგობრობის სიმბოლოა. კვლავ, დიდი მადლობა, შესანიშნავია აქ ყოფნა. მოუთმენლად ველი ამ შესანისნავი ვიზიტის მომდევნო რამდენიმე დღეს. ჩემი ეკიპაჟიც აღტაცებულია. ქალაქი აქედან ძალიან ლამაზი ჩანს და მოუთმენლად ველით ავტობუსით ან ფეხით გასეირნებას, რათა ჩვენით დავთვალიეროთ ის.