ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Porter (DDG 78) ჩამოდის (22 ოქტომბერი)

ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Porter (DDG 78) ჩამოდის (22 ოქტომბერი)

 

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურს 22 ოქტომბერს ესტუმრება. ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. ეს, გემის მეორე ვიზიტი იქნება საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას.

USS Porter (DDG 78) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.

USS Porter-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან.

აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.

USS Porter-ის მეთაურია კაპიტანი ქრეგ ტრენტი. ხომალდზე იმყოფება 39 ოფიცერი და 282 კაციანი პერსონალი. ხომალდის ზომებია: სიგრძე – 154 მეტრი, სიგანე – 20 მეტრი, წყალწყვა – 11 მეტრი.

ხომალდი USS Porter წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.

მე-6 ფლოტი, რომლის სათაო ოფისი ნეაპოლშია, ახორციელებს ერთობლივ და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს. ხშირად ეს ოპერაციები ტარდება მოკავშირე და უწყებთა შორის პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ უსაფრთხოებასა და სატბილურობას ევროპასა და აფრიკაში.