ნაფიც მსაჯულთა საქმეების განმხილველი მოსამართლეები საქართველოდან ქობის ოლქის პირველი ინსტანციის უმაღლეს სასამართლოს ეწვივნენ

ნაფიც მსაჯულთა საქმის განმხილველი ექვსი მოსამართლე საქართველოდან  15 აგვისტოს ქობის ოლქის პირველი ინსტანციის უმაღლეს  სასამართლოს  ეწვია.  ერთი კვირის   განმავლობაში ისინი აკვირდებოდნენ  ნაფიც მსაჯულთა საქმების განხილვას   და სწავლობდნენ  ჩვენს სასამართლო პროცესს. ეს ვიზიტი აღნიშნავს  პოსტ-პანდემიური თანამშრომლობის ძალისხმევის განახლებას, რომელიც 2017 წლიდან მიმდინარეობს საქართველოს სასამართლო სისტემას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტი-ნარკოტიკული და სამართალდაცვის სფეროში თანამშრომლობის  საერთაშორისო ბიუროს (INL), აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთის საპროკურორო განვითარების, მხარდაჭერისა და მომზადების ოფისსა (OPDAT) და ჯორჯიის შტატის სასამართლოების ადმინისტრაციულ სამსახურს შორის  (AOC). პროგრამა შემუშავდა   საქართველოს სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობის, სასამართლოსა  და ნაფიც მსაჯულთა პროცესების მართვაში დახმარებისა და საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით. 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში,  მხარს უჭერს  საქართველოს სასამართლო სისტემას მთელი რიგი ღონისძიებების განხოციელებით ამ ძალისხმევის ფარგლებში. უმაღლესი სასამართლოს უხუცესმა  მოსამართლემ, ჯიმ ბოდიფორდმა, შეკრიბა გუნდი, რომელშიც შედიან უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე ენ ჰარისი და შტატის უმაღლესი  სასამართლოს უხუცესი მოსამართლე ბენ სტუდარდი. „მოხარულნი ვართ,რომ ვაგრძელებთ ამ  მნიშვნელოვან თანამშრომლობას  ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესის გაძლიერებას მოაქვს   უფრო მეტი გამჭვირვალობა  სასამართლო სისტემისთვის და ხელს უწყობს მის დამოუკიდებლობას. ეს ორივე  კი თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოების მნიშვნელოვანი  მახასიათებელია“, – თქვა მოსამართლე ჰარისმა. 

აღნიშნული ვიზიტის დროს ქართველ  მოსამართლეებს ქობის ოლქის უმაღლეს  სასამართლოში მკვლელობის საქმის პროცესზე დაკვირვების გარდა , ჰქონდათ შესაძლებლობა კონსულტაციები გაემართათ ადგილობრივ მოსამართლეებთან სასამართლო ეთიკისა და დამოუკიდებლობის შესახებ. „ჩვენ შეგვიძლია ვეცადოთ  და ავუხსნათ, თუ როგორ ვმართავთ ჩვენ, მოსამართლეები, სასამართლო საქმეს და, კერძოდ,  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებს, მაგრამ რეალური პროცესის ჩვენება , ათას სიტყვას უდრის“ – ამბობს მოსამართლე ჰარისი. ”ეს წააგავს  იურიდიულ სკოლაში სწავლასა  და    რეალურ იურიდიულ პრაქტიკას შორის განსხვავებას. ქართველმა მოსამართლეებმა შეხვედრები გამართეს ადგილობრივ პროკურორებსა და ადვოკატებთან და იმსჯელეს პროფესიონალიზმის საკითხებზე, ისინი ასევე  შეხვდნენ ნაფიც მსაჯულთა ადმინისტრატორს, ვენდი პორტვუდს, ნაფიც მსაჯულთა გამოძახების, უარის თქმის საპატიო მიზეზებისა  და გადავადების საკითხებთან დაკავშირებით. ქართველ მოსამართლეებს  უმასპინძლეს ქობის ოლქის ადვოკატთა ასოციაციის  ყოველთვიურ ლანჩზე, სადაც წარმოდგენილი იყო ბარბიქიუს, სიმინდის პურის და ტკბილი ჩაის მენიუ.

წინა წლებში, საქართველოს სტუმრობდა  ჯორჯიის შტატის  ადგილობრივ  მოსამართლეთა ჯგუფი. ვიზიტის ფარგლებში მოსამართლეები აკვირდებოდნენ სასამართლო პროცესებს, მართავდნენ კონსულტაციებს  კოლეგებთან და ატარებდნენ ტრენინგებს სასამართლოსა და სასამართლო დარბაზის მართვის სხვადასხვა საკითხზე. ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოში ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში დაბრუნდებიან.

1991 წელს  საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა აშშ-ს სისტემის მოდელის მსგავსი სისხლის  სამართლის სისტემის განვითარების კუთხით „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სისხლის სამართლის სისტემა არ არის სრულყოფილი, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 250 წლიანი სტაბილური   მუშაობის გამოცდილება ამ ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკისა და პროცესის გასაუმჯობესებლად. იმედი გვაქვს, რომ  ჩვენი გამოცდილება – კარგიც და ცუდიც – სასარგებლო იქნება ქართული სასამართლოსთვის, მიმდინარეობს რა მუშაობა   ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესის გასაძლიერებლად. თითოეული ჩვენგანისთვის შთამბეჭდავია ის  დიდი  პროგრესი, რომელსაც ქართველებმა ასეთ მოკლე დროში მიაღწიეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანერგვით მათ ქვეყანაში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ პარტნიორობის გაგრძელებას.”