აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პანკისს ეწვია

Პანკისში ვიზიტისას ელჩი დეგნანი შეხვდა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდა ლიდერებს, რათა მოესმინა მათი მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, მათ მიღწევებზე, წარმატებასა და გამოწვევებზე. Შეხვედრაზე განიხილეს დადებითი და გრძელვადიანი გავლენა, რაც პანკისის მოსახლეობის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოაქვს.  

Ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლობის ოფისებმა და სააგენტოებმა მიზნად დაისახა ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა განსაკუთრებული აქცენტით არასაკმარისად უზრუნველყოფილ ხალხზე. USAID-ის პანკისის საზოგადოების $1.5-მილიონიანი პროგრამა მიმართული ხალხის გაძლიერებაზე ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირების წახალისებით, სახალხო დიპლომატიის დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამები, როდი სკოტის ფონდის ინგლისური ენის პროგრამები, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ახალგაზრდული პროგრამები და ჩვენი მიმდინარე პარტნიორობა პანკისში რონდელის ფონდთან, წარმოადგენს ჩვენი მისიის სრულმასშტაბიან მიდგომას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თითოეულ რეგიონს და რომლის მეშვეობითაც აშშ-საქართველოს პარტნიორობა მტკიცდება.