ამერიკელი და ქართველი ოფიციალური პირები აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის ეკონომიკის, ენერგიისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზ

DSC_0244 (1)12 აპრილს, თბილისში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის ეკონომიკის, ენერგიისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა, რათა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლა განეხილა და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობისათვის სამომავლო პრიორიტეტებზე ემსჯელა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმები, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს, ხელს შეუწყობს ინოვაციასა და მეწარმეობას, გააძლიერებს კერძო სექტორის ნდობას სასამართლოს მიმართ და გაამყარებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს ძლიერ ორმხრივ ურთიერთობებს, აგრეთვე აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ.

DSC_0255 (1)აშშ-ის მხრიდან სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები იყვნენ სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში კურტ ტონგი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტომ მელია. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საკითხებში ვონ ტურეკიანი. საქართველოს ჯგუფს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თავმჯდომარეობდნენ.