2020 წლის 8 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ უმასპინძლა 2019-2020 წლების ფულბრაიტის მეცნიერსა და კერამიკის მხატვრას, ანდრეა დე ჰარისს. მან პრეზენტაცია გააკეთა თემაზე: „ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა: ხელოსნის მოგზაურობა”.
პრეზენტაცია მოიცავდა პროდუქტის წარმატებული დიზაინის პრინციპებს, ბაზრის კვლევის თეორიებს ბიზნესის მსოფლიო კონცეფციებსა და თანამშრომლობითი მარკეტინგის მოდელების მაგალითებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელოსნო ორგანიზაციების მიერ არის გამოყენებული.
სემინარს ესწრებოდა გორისა და ახლომდებარე თემების 20-ზე მეტი ხელოსანი. ისინი ამუშავებენ ბოჭკოვან, ხის, მეტალების, კერამიკისა და კალათების მასალებს. სემინარის ორგანიზებული იყო საქართველოს მემკვიდრეობის ასოციაციის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს USAID ZRDA Activity in Georgia.