აშშ-ის მოქალაქეთათვის

მოქალაქეთა მომსახურება

 

მოგესალმებათ ამერიკის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება

სახელმწიფო დეპარტამენტი, საკონსულო განყოფილების მეშვეობით, მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, თბილისში, უზრუნველყოფს ყოველდღიურ და სპეციალურ მომსახურებას ამერიკის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ცხოვრობენ ან ვიზიტად იმყოფებიიან საქართველოში.

იმისათვის რომ უკეთ მოგემსახუროთ, მაგ. რაიმე საგანგებო სიტუაციისა ან ბუნებრივი კატაკლიზმების დროს, საქართველოში ცხოვრებისა ან მოგზაურობის დროს გირჩევთ ჩაერთოთ გონიერ მოგზაურთა პროგრამაში.

ამერიკის, ან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების მომსახურების სამსახურის (ACS) დახმარება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, საპასპორტო და ნოტარიული მომსახურებით და ბავშვთა საზღვარგარეთ დაბადების მოწმობის გაცემით (CRBA). საკონსულო განყოფილება მოქალაქეებს აგრეთვე ეხმარება საგანგებო სიტუაციებში, მაგ. გარდაცვალების ან დაპატიმრების შემთხვევაში და კრიზისული სიტუაციების დროს.

საპასპორტო მომსახურებისათვის შეხვედრის დანიშვნის მიზნით დააჭირეთ აქ.

ნოტარიული მომსახურებისათვის შეხვედრის დანიშვნის მიზნით დააჭირეთ აქ.

შეხვედრის წინასწარ დანიშვნის შემდეგ, არ დაგავიწყდეთ შეავსოთ განცხადებების ყველა ბლანკი და გაარკვიოთ რა დოკუმენტებია საჭირო.

საგანგებო სიტუაციისას, რომელიც საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას, იხილეთ ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია.

საგანგებო სიტუაციებისას, როდესაც საელჩო დაკეტილია, დაუკავშირდით ჩვენს მორიგე ოფიცერს ტელეფონზე:
(995 32) 227-70-00

საკონსულო განყოფილების საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის ქ # 11
0131 თბილისი, საქართველო
ტელეფონი (995 32) 227 77 24
ელ-ფოსტა: askconsultbilisi@state.gov

ACS სამსახური პასუხს ვერ გაგცემთ ვიზასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

უსაფრთხოების შეტყობინებები და ადგილობრივი

ბავშვთა და საოჯახო საკითხები