აშშ-ის მოქალაქის დაპატიმრება

დაპატიმრების შემთხვევაში თქვენ უნდა სთხოვოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაუყონებლივ შეატყობინონ საკონსულო განყოფილებას. თუმცა, შესაძლოა საკონსულო განყოფილება ვერ დაგეხმაროთ განთავისუფლებაში, რადგან საქართველოში ყოფნისას თქვენ ექვემდებარებით საქართველოს კანონებს, ჩვენ შეგვიძლია თქვენი ინტერესების დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ არ მოხდეს თქვენი დისკრიმინაცია. ჩვენ შეგვიძლია გეწვიოთ, მოგაწოდოთ ადგილობრივი ადვოკატების სია და, თუ ისურვებთ, თქვენი სახელით დავუკავშირდეთ თქვენს ნათესავებსა და მეგობრებს. დროგამოშვებით ჩვენ შეგვიძლია ციხის ხელისუფლებას გადავცეთ თქვენს სახელზე თქვენი ოჯახის მიერ გამოგზავნილი ფული, საჭმელი და ტანისამოსი.