უცხოელი იურისტების გამოყენება

აშშ საკონსულოს ოფიცერებს საზღვარგარეთ არ გააჩნიათ იურიდიული რჩევის მიცემის, აშშ მოქალაქის აგენტის, იურისტის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის ფუნქციის შესრულების უფლება. აშშ მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყანაში მოგზაურობენ ან ცხოვრობენ, ამ უკანასკნელის კანონებს და რეგულაციებს უნდა ემორჩილებოდნენ.

დავები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან

საქართველოში ცხოვრებისას თქვენ უნდა ემორჩილებოდეთ საქართველოს კანონებს და რეგულაციებს, რომლებიც ხშირად განსხვავდება აშშ კანონებისა და რეგულაციებისაგან.

კერძო სამართლებრივი დავები

დაუშვებელია აშშ საელჩოს ჩართვა კერძო სამართლებრივ დავებში, როგორიცაა მაგალითად დავა თქვენსა და თქვენს ქართველ ბიზნეს-პარტნიორთან. ამგვარი გარემოებების არსებობისას, ჩვენი რეკომენდაცია იქნება იურისტის მომსახურების გამოყენება. საკონსულოში ხელმისაწვდომია ისეთ ადგილობრივ იურისტთა ჩამონათვალი, რომლებმაც აშშ მოქალაქეების დახმარების სურვილი გამოხატეს.

განმარტებითი შენიშვნა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების შესახებ: აშშ საელჩოს თბილისის საკონსულოს განყოფილება საკუთარ თავზე არ იღებს პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას შემდეგი პირების ან ფირმების რეპუტაციასთან, პროფესიონალურ შესაძლებლობებთან და მათ მიერ განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებით. მოცემულ სიაში განთავსება არავითარ შემთხვევაში არ მიუთითებს სახელმწიფო დეპარტამენტის ან აშშ საელჩოს მხარდაჭერაზე. გვარები ანბანის მიხედვით არის ჩამოთვლილი და მათ მიმდევრობას სხვა არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება. პროფესიული განათლების დოკუმენტებთან, კომპეტენციის სფეროსა და ენების ცოდნასთან დაკავშირებული ინფორმაცია უშუალოდ იურისტების მიერ არის გადმოცემული. საელჩო არ წარმოადგენს ამგვარი ინფორმაციის მართებულობის გარანტს. ჩამონათვალში შემავალი პირების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ადვოკატთა ადგილობრივ კოლეგიასთან ან ლიცენზიის გამცემ ადგილობრივ ორგანოებთან დაკავშირების მეშვეობით.