დაბადება

აშშ მოქალაქეები (მშობლები) ვალდებულნი არიან შვილის საზღვარგარეთ დაბადების შესახებ მაქსიმალურად სწრაფად აცნობონ აშშ საკონსულოს, რათა შედგეს ოფიციალური აქტი ბავშვის დაბადებისთანავე აშშ მოქალაქეობის მოთხოვნის შესახებ. ოფიციალური აქტი წარმოადგენს საკონსულოს განაცხადს საზღვარგარეთ დაბადების შესახებ ფორმა FS-240-ს, რომელიც აშშ მოქალაქეობასთან დაკავშირებული ძირითადი დოკუმენტია.

საკონსულო აქტი საზღვარგარეთ დაბადების შესახებ (CRBA)

საკონსულოს აქტი საზღვარგარეთ დაბადების შესახებ (CRBA) წარმოადგენს შეერთებული შტატების მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს, გაცემულს აშშ მოქალაქე ისეთი მშობლის ან მშობლების შვილზე, რომლებიც იმიგრაციისა და მოქალაქეობის კანონის (INA) შესაბამისად მოქალაქეობის გადაცემის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

საზღვარგარეთ დაბადების შესახებ საკონსულო აქტი წარდგენილ უნდა იქნას მანამდე, სანამ ბავშვი 18 წლის გახდება. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ განაცხადი ბავშვის დაბადების შემდეგ მაქსიმალურად სწრაფად წარადგინონ. 18 წელზე მეტი ასაკის ისეთი განმცხადებლის შემთხვევაში, რომელზეც საზღვარგარეთ დაბადების შესახებ საკონსულო განაცხადი გაცემული არ ყოფილა, გამოიყენეთ აშშ მოქალაქეობის მოთხოვნის მოდიფიცირებული ვარიანტი. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც პრეტენზიას აცხადებს აშშ მოქალაქეობაზე, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესასვლელად ან მის დასატოვებლად უნდა გააჩნდეს აშშ ძალაში მყოფი პასპორტი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა იგი ამავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეცაა.