მოქალაქეობის გადაცემა

აშშ მოქალაქეობის გადაცემა დამოკიდებულია შემდეგზე:

  1. ბავშვის დაბადების მომენტში ერთ-ერთი მშობელი მაინც უნდა იყოს აშშ მოქალაქე;
  2. ბავშვსა და აშშ მოქალაქე მშობელს (მშობლებს) შორის სისხლით ნათესაური კავშირი უნდა არსებობდეს;
  3. უნდა არსებობდეს დოკუმენტური მტკიცებულებები იმისა, რომ აშშ მოქალაქე მშობელი (მშობლები)ბავშვის დაბადებამდე იმყოფებოდნენ აშშ-ში, როგორც ეს მოქალაქეობის გადაცემის ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია მითითებული.

დოკუმენტაციის მაგალითები

შემდეგი დოკუმენტური მტკიცებულებების მაგალითები, რომლებიც აშშ-ში ყოფნის მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს თუმცა ამგვარი დოკუმენტაცია ამ ჩამონათვალით არ შემოიფარგლება:

  •  შეტყობინება ხელფასისა და გადასახადების შესახებ (W-2)
  • ამონაწერი აკადემიური მოსწრების შესახებ
  • დასაქმების ჩანაწერები
  • იჯარის ქვითრები
  • აშშ შეიარაღებულ ძალებში მსახურობის, აშშ სახელმწიფო ან გარკვეულ სახელმწიფოთაშორის საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმების, აგრეთვე ზემოთ აღნიშნულ უწყებებში მომსახურე პირის ოჯახის წევრის კმაყოფაზე მყოფის ან მისი დაუქორწინებელი შვილის სტატუსის დამადასტურებელი საბუთები (გარდა მითითებული შემთხვევებისა).
  • შესაძლებელია აშშ საზღვრის გადაკვეთის საპასპორტო ბეჭდები დამამტკიცებელ საბუთებად ჩაითვალოს, თუმცა ისინი ერთადერთი დოკუმენტური მტკიცებულება არ უნდა იყოს. მართვის მოწმობა ფიზიკური ყოფნის მტკიცებულებად არ ითვლება.

თუ თქვენ გყავთ სხვა შვილები, რომლებზეც გაცემულია საკონსულო აქტი საზღვარგარეთ დაბადების შესახებ, აღნიშნული ფაქტი დამატებით მტკიცებულებად ითვლება. გთხოვთ, გაეცნოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას დამხმარე დოკუმენტების შესახებ.