მოქალაქეობის მომსახურება

ბავშვი, რომელიც ამერიკის მოქალაქეს შეეძინება საზღვარგარეთ, ჩვეულებრივ იღებს ამერიკის მოქალაქეობას დაბადებისთანავე. მშობლებმა უნდა მიმართონ საკონსულო განყოფილებას ბავშვის დაბადებიდან რაც შეიძლება მალე. საჭიროა რიგი დოკუმენტებისა ბავშვის საზღვარგარეთ დაბადებაზე საკონსულო ანგარიშის გასაცემად, რაც დაადასტურებს ბავშვის ამერიკის მოქალაქეობას და შეიძლება გამოყენებულ იქნას ამერიკული პასპორტის მისაღებად. ბავშვის საზღვარგარეთ დაბადებაზე საკონსულო განაცხადის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ აშშ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი.

იმისათვის რომ მიმართოთ აშშ მოქალაქის საზღვარგარეთ დაბადებაზე საკონსულო განაცხადისთვის და წინასწარ დანიშნოთ შეხვედრა, დააჭირეთ აქ

სავალდებულოა მიღებაზე ჩაწერის ონლაინ მოთხოვნაში დააფიქსიროთ ყველა არა-განმცხადებელი (მცირეწლოვანის მშობლები და მეურვეები) რომლებიც გეგმავენ საკონსულო განყოფილებაში განმცხადებელთან ერთად მოსვლას; მხოლოდ იმათ შეუშვებენ, რომელთა სახელებიც იქნება დაფიქსირებული მიღების სიაში.

ამერიკის მოქალაქე მშობელი(ები) და ბავშვი პირადად უნდა გამოცხადდნენ ადგილზე. თუ შეიძლება თან იქონიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები და ფორმები.

1. ბავშვის დაბადების მოწმობა: ერთი ორიგინალი და ერთი დამოწმებული ასლი, ინგლისური თარგმანით.

2. მშობლების მოქალაქეობის მტკიცებულება: აშშ მოქალაქე მშობლისთვის(ებისთვის):

  •  აშშ პასპორტი; ან
  • აშშ დაბადების მოწმობა, სადაც მითითებული იქნება შევსების თარიღი და რომელზეც იქნება გამცემი ორგანიზაციის ბეჭედი; ან
  • აშშ ნატურალიზაციის მოწმობა; ან
  • საზღვარგარეთ ბავშვის დაბადებაზე საკონსულო ანგარიში.

უცხოელი მშობლისთვის:

  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადი ბარათი და ა.შ.)

3. მშობლის ქორწინების მოწმობა (თუ დაქორწინებულია): ერთი ორიგინალი და ერთი დამოწმებული ასლი, ინგლისურად ნათარგმნი. ყველა წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი, თუ ასეთი დაფიქსირდა (განქორწინების ან გარდაცვალების მოწმობა)

4. საჭირო ფორმები, ფოტოები, მოსაკრებლები:

  • ბავშვის დაბადებაზე საკონსულო შევსებული განცხადება DS-2029 (PDF 61 KB) (ხელს ნუ მოაწერთ, რადგან კონსული თქვენგან მიიღებს ფიცს)
  • შევსებული საპასპორტი განცხადება, ფორმა DS-11 (ხელს ნუ მოაწერთ, რადგან კონსული თქვენგან მიიღებს ფიცს)
  • მიმართვა სოც.უზრუნველყოფის ნომრისთვის, ფორმა SS-5 (PDF 238 KB)
  • ორი იდენტური ფოტოსურათი პასპორტისათვის, 2”x 2” (5სმ x 5 სმ), ღია ფონზე, გადაღებული ბოლო 6 თვის განმავლობაში (იხილეთ)
  • $205 მოსაკრებელი: $100 გადასახადი განაცხადისთვის, $105 გადასახადი პასპორტისთვის (მხოლოდ ნაღდი ანგარიშწორებით).

5. მტკიცებულება მშობლის უნარისა გადასცეს ამერიკის მოქალაქეობა, როდესაც ბავშვს ჰყავს ერთი ამერიკის მოქალაქე მშობელი და მეორე უცხოელი მშობელი. საკონსულო განყოფილებას სჭირდება ამერიკის მოქალაქის ამერიკაში ხანგრძლივი ცხოვრების (U.S. citizen parent’s extended residence in the U.S.). მტკიცებულება ასეთი მტკიცებულება შეიძლება იყოს სკოლის, გადასახადების, სტაჟის, მოგზაურობის და სხვა ჩანაწერების სახით.

შენიშვნა:

ბავშვები, რომლებიც შეეძინებათ დაუქორწინებელ მშობლებს, და მამა აშშ მოქალაქე იქნება, მამამ ოფიციალურად უნდა აღიაროს მამობა და თანხმობა განაცხადოს ბავშვის რჩენაზე 18 წლის ასაკამდე, აგრეთვე შეასრულოს ზემოთ მითითებული პირადად ადგილზე გამოცხადების (physical presence) აშშ მოთხოვნა. გამოიყენება ფორმა DS-5507 (PDF 35 KB)

თუ გეგმავთ საქართველოში სუროგაციას, ჩვენ აშშ მოქალაქეებს ვურჩევთ დაგვეკონტაქტონ askconsultbilisi@state.gov

იხილეთ საინფორმაციო მასალა ინვიტრო განაყოფიერებაზე/სუროგაციაზე (PDF 257 KB).

იმისათვის, რომ დადგინდეს ბიოლოგიური ნათესაობა თქვენი სავიზო განაცხადის შეტანის პარალელურად, დნმ ანალიზი შეიძლება იქნეს რეკომენდირებული თქვენს საქმეში. თუ საკონსულოს თანმშრომელი გირჩევთ დნმ ანალიზის გაკეთებას, გთხოვთ წაიკითხოთ ქვემოთ მითითებული ინფორმაცია ყურადღებით და შეასრულოთ მითითებები. დნმ ანალიზის დროს ხდება გენეტიკური მასალის ანალიზი ადამიანის უჯრედებში და დაფიქსირებულია რომ ოჯახური კავშირების შემოწმებისას 99% სიზუსტით იძლევა პასუხს – მშობელსა და შვილზე, და-ძმაზე, და ა.შ. ანალიზი სრულიად ნებაყოფლობითია და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უნდა დაიფაროს სრულად ვიზის ან პასპორტის განმცხადებლის და/ან მისი ოჯახის მიერ. ანალიზის შედეგების მიღება როგორც წესი 1 თვის განმავლობაში ხდება, თუმცა ეს ლაბორატორიაზეა დამოკიდებული.

თუ თქვენი ნათესავი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, მისი ანალიზი უნდა გაკეთდეს სისხლის ბანკების ამერიკული ასოციაციის (American Association of Blood Banks (AABB)) მიერ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. პირმა (ებმა), რომელიც აპირებს ანალიზის გაკეთებას, ინდივიდუალურად უნდა აირჩიოს მისი საკუთარი AABB ლაბორატორია (AABB Laboratory), დანიშნოს შეხვედრა და პირდაპირ წავიდეს ანალიზის აღების უბანზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პირმა გამოიყენოს მე-3 მხარის ვენდორები თავისი ლაბორატორიის ასარჩევად, შეხვედრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად ან ნიმუშების ტრანსპორტირებისთვის. ნიმუშის აღების მოთხოვნილი მეთოდია ბუკალური (ლოყის ან პირის ღრუს) ტამპონი.

საფეხური 1:

მოსარჩელემ და/ან მშობელმა უნდა აირჩიოს AABB აკრედიტირებული ლაბორატორია და მიიღოს საჭირო ზომები დნმ ანალიზის გასაკეთებლად, მათ შორის ყველა განსახილველი მხარის გადასახადების ჩათვლით. მოსარჩელემ და/ან მშობელმა არ უნდა გამოიყენოს მე-3 მხარის ვენდორები თავისი ლაბორატორიის ასარჩევად, შეხვედრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად ან ნიმუშების ტრანსპორტირებისთვის ლაბორატორიის შენახვის-უზრუნველყოფის-ჯაჭვის გავლენის ზონის გარეთ. დნმ ნიმუშები მოსარჩელესთვის და/ან მშობლისთვის უნდა იქნეს აღებული განსაზღვრულ AABB ანალიზის გაკეთების უბანზე აშშ-ში ან ლაბორატორიაში აშშ ტერიტორიის გარეთ.

მოსარჩელეს და/ან მშობლის მიერ არჩეული AABB ლაბორატორია პირდაპირ საელჩოს საკონსულო განყოფილებაში გამოგზავნის ანალიზის ასაღებ ხელსაწყოების ჩანთას, და წინასწარ-გადახდილ, წინასწარ მისამართ-დაწერილ დასაბრუნებლ კონვერტს და ნიმუშის აღების ზუსტ ინსტრუქციებს:

ამერიკის საელჩო საკონსულო განყოფილება

ჯორჯ ბალანჩინის ქ. თბილისი 0131

საფეხური 2:

მას შემდეგ რაც საელჩო მიიღებს თქვენს ანალიზის აღების ხელსაწყოების ჩანთას, საკონსულოს თანამშრომელი დაუკავშირდება განმცხადებელს/მშობელს რომ დათქვას დრო საელჩოში მოსასვლელად დნმ ნიმუშის აღებისთვის. ყველა პირმა, ვისგანაც ნიმუშს აიღებენ უნდა იქონიოს თავისი პასპორტი და პასპორტის 2 სურათი. საელჩო შეამოწმებს და დაადასტურებს ყველა იმ პირის ვინაობას ვისაც ანალიზი ჩაუტარდება. საელჩოს ექსპერტების ჯგუფის ექიმის კაბინეტის ლაბორატორიის სპეციალისტი აიღებს ნიმუშს საკონსულო განყოფილებაში. ტესტის დასრულების შემდეგ საელჩო დაბეჭდავს დნმ ნიმუშებს და გაგზავნის განსაზღვრულ AABB ლაბორატორიაში წინასწარ-გადახდილი კონვერტით.

საფეხური 3:

AABB ლაბორატორიები გაგზავნიან ანალიზის შედეგებს პირდაპირ საელჩოში. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს/მშობელს შეუძლია მიიღოს თავისი საკუთარი შედეგების ასლი ადრე, საელჩოს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებს შედეგებს პირდაპირ AABB ლაბორატორიიდან. როდესაც საელჩო მიიღებს შედეგებს, ჩვენ დავუკავშირდებით განმცხადებელს/მშობელს საქართველოში.