ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები

საქართველო ხასიათდება შედარებით ჯანსაღი კონტინენტური კლიმატით. შესაბამისად ტროპიკული დაავადებები, როგორიცაა მაგალითად მალარია, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას არ წარმოადგენს.

თუ თქვენ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე დღით დარჩენას არ გეგმავთ ან თბილისის გარეთ ინტენსიურად მოგზაურობთ, აუცილებელია ცოფის, ტეტანუსი/დიფტერიის, A და B ჰეპატიტების და მუცლის ტიფის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ჩატარება. ეკოლოგიური სანიტარიის, საკვების უვნებლობისა და მილებით მიწოდებული სასმელი წყლის საკითხები ჯერ კიდევ პრობელემატური და არაპროგნოზირებადია. იშვიათად გაიცემა გაფრთხილება სანიტარული სისტემის გაუმართავობისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა რისკების შესახებ. ამერიკელებს ვურჩევდით, სიფრთხილე გამოიჩინონ საკვებისა და სასმელის შერჩევისას, რადგან პრევენცია სარისკო ქმედებების შედეგებთან გამკლავებაზე უფრო მარტივია. წინდაუხედავ ადამიანებს ხშირად ემართებათ ფაღარათის გამომწვევი ისეთი დაავადებები, როგორიცაა სალმონელოზი, შიგელოზი და ლამბლიოზი.თუმცა მიუხედავად მრავალფეროვანი გემრიელი და ნოყიერი, ახლად დამზადებული ადგილობრივი საკვებისა და საფირმო კერძების დაგემოვნებისა, ამერიკული კონტინგენტი ინარჩუნებს ჯანმრთელობას, რომლითაც საკუთარ ქვეყანაში გამოირჩეოდა. ამგვარად, რეკომენდირებულია სიფრთხილისა და წინდახედულობის გამოჩენა და არა – საკვებისათვის თავის სრულიად არიდება და შიში.

ქუჩაში საკვების საძებნად მოძრაობენ დიდი რაოდენობით მაწანწალა ძაღლები და შესაბამისად, მათთან მიახლოებისას რეალურია კბენის საფრთხე, რაც განაპირობებს შესაბამის შედეგებთან (ცოფის პროფილაქტიკის ჩათვლით) გამკლავების საჭიროებას. ამგვარად რეკომენდირებულია გონივრული სიფრთხილის გამოჩენა.

სავარაუდოდ საქართველოში მყოფი ამერიკელების ჯანმრთელობასთან მიმართებაში ყველაზე მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორებს საგზაო შემთხვევები და პასიური მწეველობა წარმოადგენს. ქართული საგზაო მოძრაობა საზოგადოდ ნეგატიურადაა ცნობილი და უბედურ შემთხვევათა მაჩვენებელი ამერიკის მაჩვენებელზე ბევრად მაღალია, სამედიცინო ტრავმების მკურნალობის ადგილობრივი შესაძლებლობები კი საკმაოდ შეზღუდულია. ფეხით მოსიარულენი ფხიზლად უნდა იყონ ქუჩის გადაკვეთისას, რადგან მძღოლები ხშირად უგულებელყოფენ შეჩერების ნიშნებსა და შუქნიშნებს. საქართველოში სიგარეტის მოწევა პოპულარულია და რესტორნებსა და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში არსებობს მხოლოდ რამდენიმე განცალკევებული სივრცე, რომლებიც არამწევლებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, იმ არამწეველებს, რომელთაც პასიური მწეველობა აწუხებთ, შეუძლიათ თავაზიანი ფორმით გამონახონ კვამლის ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანის გზები.

თბილისის საქალაქო სასწრაფო დახმარების ნომერია: 112
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დისპეჩერი ქართულ და რუსულ ენებზე საუბრობს, თუმცა შეუძლია ზარი ინგლისურად მოსაუბრე ოპერატორისაკენ გადაამისამართოს.

ექიმები, რომელთაც ინგლისურად მოსაუბრე პაციენტების მკურნალობის უნარი შესწევთ