კეთილდღეობა და ადგილსამყოფელი

თუ თქვენს ოჯახს სურს თქვენთან დაკავშირება ოჯახში საგანგებო სიტუაციის გამო ან თუ მათ სურთ გაიგონ თუ რამდენად ნორმალურ პირობებში ცხოვრობთ, მაგრამ ვერ გიკავშირდებიან, მათ შეუძლიათ დარეკონ სახელმწიფო დეპარტამენტის საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების მომსახურების ოფისში ნომერზე: 1-888-407-4747. ეს ნომერი ხელმისაწვდომია 8:00 დან 18:00 საათამდე, აღმოსავლეთის დროით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (გარდა აშშ ფედერალური დასვენების დღეებისა). პიროვნებებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ უფასო ზარებს, მაგ. ოკეანის გაღმიდან ზარების მსგავსს, ზემოთ ნახსენები საათების განმავლობაში შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და დახმარება ნომერზე: 1-317-472-2328. სახელმწიფო დეპარტამენტი გადააგზავნის ამ შეტყობინებას საკონსულიო განყოფილებაში. ჩვენ შევეცდებით დაგიკავშირდეთ და გადმოგცეთ ეს შეტყობინება და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის აქტის შესაბამისად თქვენს პასუხს გადავცემთ თქვენს ოჯახს. ჩამოსვლისთანავე საკონსულო განყოფილებაში თქვენი დარეგისტრირება გაგვიადვილებს თქვენთან დაკავშირებას საგანგებო ვითარებისას.