ნოტარიული მომსახურება

ნოტარიულ მომსახურებასთან დაკავშირებული შეხვედრის შესათანხმებლად დააჭურეთ აქ.

ნოტარიუსთან შეხვედრისათვის მომზადება

  • თან იქონიეთ სახელმწიფოს მიერ გაცემული, ძალაში მყოფი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ფოტოსურათი აქვს დართული
  • სათანადოდ გაიაზრეთ თქვენი დოკუმენტის არსი. ჩვენ უფლება არ გვაქვს, მისი შინაარსი აგიხსნათ.
  • გთხოვთ დოკუმენტი ჩვენთან მოსვლამდე შეავსოთ ვინაობის, ადგილმდებარეობისა და თარიღების გამოყენებით. ფორმას ხელი არ მოაწეროთ. თქვენ მას ხელს საელჩოში, საკონსულოს ოფიცრის თვალწინ მოაწერთ. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთან არ ხდება შეუვსებელი დოკუმენტების ნოტარიალურად დამოწმება.
  • გთხოვთ, მონიშნოთ ის გვერდები, სადაც აუცილებელია თქვენი და ნოტარიუსის ხელმოწერა. საკონსულოს პერსონალი ვერ მოგცემთ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოგეთხოვებათ თქვენს დოკუმენტებთან მიმართებაში.
  • გადაიხადეთ სათანადო გადასახადი: $50 დოკუმენტის ყოველ დამოწმებაზე ნოტარიუსის ბეჭდის მეშვეობით. ყველა გადასახადის გადახდა ხდება აშშ დოლარით ან მისი ექვივალენტით ლარებში. მიუღებელია არ იქნება აშშ დოლარისა და ლარის კომბინაციის მეშვეობით გადახდა.
  • თუ თქვენი დოკუმენტი ნოტარიულად დამოწმებასთან ერთად მოწმეების დასწრებასაც საჭიროებს, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამგვარი მოწმეებით უზრუნველყოფაზე. გთხოვთ მათი სახელები და გვარები მიუთითოთ შეხვედრის დანიშვნის მოთხოვნაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არ მიეცემათ ოფისში შესვლის უფლება. საკონსულოს პერსონალს ეკრძალება მოწმის ფუნქციის შესრულება.

საქართველოში გაცემული დოკუმენტების დამოწმება:

ჰააგის კონვენციის წევრი ქვეყნების ფარგლებში გამოყენებისათვის განკუთვნილი დოკუმენტების ავთენტიკაცია აუცილებელი არ არის. კონვენციის წევრ ქვეყნებს შორის ხდება აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების გაცვლა.

საქართველოში აპოსტილით დამოწმებას შემდეგი ორგანოები ახორციელებენ:

  • იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო
  • განათლებისა და მეცნიერების სააგენტო
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • უზენაესი სასამართლო

აშშ-ში გაცემული დოკუმენტების დამოწმება:

აშშ საელჩოს არანაირი გარემოებების არსებობისას არ შეუძლია შეერთებულ შტატებში გაცემული დოკუმენტის დამოწმება. აღნიშნული ეხება დაბადებისა და ქორწინების მოწმობებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებს განქორწინების შესახებ, სასწავლო დაწესებულებებში წარმოებულ პირად საქმეებს, მართვის მოწმობებს და ა.შ., მიუხედავად იმისა, მანამდე უკვე დამოწმებული იყო თუ არა ეს დოკუმენტები შეერთებულ შტატებში. უცხო ქვეყნის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის შესახებ ჰააგის კონვენციის თანახმად, აშშ-ში გაცემული დოკუმენტის დამოწმება ხდება აშშ სასამართლოს კანცელარიის უფროსის ან სახელმწიფო მდივნის აპარატის ”აპოსტილის” მეშვეობით. შეერთებულ შტატებში გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ჰააგის აპოსტილის შესაბამისად დამოწმების შესახებ აქ clicking here არის ხელმისაწვდომი.