საპასპორტო მომსახურება

ჩვენს მიერ ამერიკის მოქალაქეების მომსახურება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ დანიშნული შეხვედრის საფუძველზე. საპასპორტო მომსახურებაზე შეხვედრის წინასწარ დანიშვნისათვის დააჭირეთ აქ.

ამერიკელები ისევე უნდა გაუფრთხილდნენ თავიანთ პასპორტებს, როგორც ძვირფასეულობას. ამერიკული პასპორტის მოქალაქეზე გასაცემად, ჩვენ უნდა გვქონდეს მისი ვინაობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი ინფორმაცია. თუ გინდათ განაახლოთ თქვენი ძალაში მყოფი ან ვადაგასული პასპორტი, თქვენი მოქმედი პასპორტი გამოდგება ჭეშმარიტი ვინაობისა და მოქალაქეობის დასადგენად. წინააღმდეგ შემთხვვევაში თქვენი ვინაობის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოთ ვინაობის დამამტკიცებელი ორი ფოტოსურათიანი ფორმა, მაგ. მართვის მოწმობა. თქვენი მოქალაქეობის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოთ დაბადების მოწმობის დამოწმებული ასლი, ნატურალიზაციის სერტიფიკატი ან სხვა მსგავსი დოკუმენტები. პასპორტის მიღების ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს ერთი (5X5 სანტიმეტრებში) ფერადი ან შავთეთრი, ღია ფონზე, ფოტოსურათი. პასპორტის განახლებისათვის შეავსეთ და მოიტანეთ განცხადების ბლანკი DS-82.

არასრულწლოვანმა აშშ მოქალაქეებმა (16 წლამდე) უნდა წარმოადგინონ:

  • DS-11 ფორმა
  • ბოლო აშშ პასპორტი
  • 1 ფოტო (2 * 2-ზე ინჩებში; ან 5*5 სანტიმეტრებში)
  • მშობლების პასპორტები
  • $105 გადასახადი, რომელიც გადახდილ უნდა იქნას ან აშშ დოლარებში ან ეკვივალენტით ქართულ ვალუტაში (ლარი). გადახდა ხდება მხოლოდ ნაღდი ფულით
  • არასრულწლოვანის პროგრესული ასაკობრივი ფოტოები
  • დაბადების მოწმობა (ორიგინალი, საპასპორტო განცხადების პირველად შემომტანისათვის; ასლი –  პასპორტის განახლებისათვის).

ორივე მშობელი, ყოველ არასრულწლოვანთან ერთად, არასრულწლოვანის საპასპორტო განცხადებაზე ხელის მოსაწერად ფიზიკურად უნდა იყოს წარმოდგენილი საკონსულო განყოფილებაში. თუ ერთერთი მშობელი არ არის ფიზიკურად წარმოდგენილი, მაშინ განცხადებას თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული DS-3053 ფორმა. თუ არ მყოფი მშობელი არ არის აშშ-ში, მაშინ ფორმა ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული უახლოეს აშშ საკონსულოში. არ მყოფი მშობლის პასპორტის დამოწმებული ასლი თან უნდა ახლდეს DS-3053 ფორმას.

თუ ვერ ხერხდება საჭირო დოკუმენტებთან ერთად პასპორტის წარდგენა, განცხადების შემომტანებმა უნდა წარმოადგინონ ფორმა DS-64, განცხადება მოპარულ ან დაკარგულ პასპორტზე, წერილობითი განცხადება იმის თაობაზე თუ რა გარემოაებაში მოიპარეს ან დაიკარგა პასპორტი. ამ შემთხვევაში ზრდასრულმა განმცხადებლებმა უნდა შეავსონ ბლანკი DS-11, ბლანკი DS-82-ის მაგივრად და გადაიხადონ დამატებითი $25 მოსაკრებელი.
საპასპორტო განცხადებების ფორმებისა და ინსტრუქციების გასაცნობად შედით სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.

ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ საზღვარგარეთ და რომლებსაც სურთ ამერიკული პასპორტის მიღება, მიიღებენ სრულიად ახალ და თანამედროვე პასპორტს, რომელშიც ჩაკრულია ციფრული ფოტოსურათი და შეტანილია გაზრდილი უსაფრთხოების ელემენტები. ამ მიზნით ამერიკის საელჩოები და საკონსულოები პასპორტების გაცემის ფუნქციის ანიჭებენ ადგილობრივ აშშ საპასპორტო განყოფილებებს. ამ ზომამ დააჩქარა პასპორტების გაცემა, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტს სურს ჰქონდეს იმის გარანტია, რომ ამერიკის მოქალაქეები დროულად მიიღებენ უსაფრთხო დოკუმენტებს. ამერიკის მოქალაქეემა პასპორტისათვის უნდა მიმართონ რაც შეიძლება ადრე.

საგანგებო სიტუაციებში, საკონსულო განყოფილებას შეუძლია გასცეს შეზღუდული ვადის მქონე პასპორტები, რომელთა ვადის გაგრძელებაც არ შეიძლება. თუმცა ასეთი პასპორტის მფლობელებმა, საპასპორტო განყოფილებებში აშშ-ში და ამერიკის საელჩოებსა და საკონსულოებში საზღვარგარეთ, მოგზაურობის დასრულების შემდეგ უნდა შეცვალონ თავიანთი შეზღუდული ვადის მქონე პასპორტები, სრული ძალის მქონე ციფრულ ფოტოსურათებიან პასპორტზე. ასეთ შემთხვევებში მხოლოდ ერთი გადასახადი იქნება გადასახადი.

მოზრდილთათვის პასპორტის განახლების გადასახადი არის $110, ხოლო დაკარგული ან მოპარული პასპორტის შესაცვლელად – $135; არასრულწლოვანთა (16 წლამდე) პასპორტისათვის – $105.

აშშ მოქალაქის მომსახურების ყველა მომხმარებელი უნდა ჩაეწეროს მიღებაზე ონლაინ რეჟიმში. იმისათვის რომ ჩაეწეროთ მიღებაზე ონლაინ რეჟიმში გთხოვთ დააჭიროთ აქ

თქვენ უნდა შეასრულოთ ეს მოთხოვნები თუ აკმაყოფილებთ შემდეგ კრიტერიუმებს:

თქვენი უახლესი აშშ პასპორტი:

  • დაუზიანებელია და შეიძლება წარდგენილ იქნეს თქვენს განცხადებასთან ერთად
  • გაიცა, როდესაც იყავით 16 ან მეტი წლის
  • გაიცა ბოლო 15 წლის განმავლობაში
  • გაიცა თქვენი ეხლანდელი სახელით და გვარით ან თქვენ შეგიძლიათ თქვენი სახელის და/ან გვარის შეცვლის კანონიერად დამტკიცება

განაცხადის მოთხოვნები

გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი:

  • თქვენი ეხლანდელი პასპორტი, ვარგისი ან ვადაგასული
  • პასპორტის შევსებული ფორმა DS-82 (გაითვალისწინეთ: თუ თქვენი ადრე გაცემული პასპორტი იყო 5 წლიანი ვადის პასპორტი, თქვენ უნდა გამოიყენოთ ფორმა DS-11; $135 ტარიფი ვრცელდება)
  • 1 ფოტოსურათი (2″ x 2″ დუიმი ან 5სმ x 5სმ) გადაღებული ბოლო 6 თვის განმავლობაში (იხილეთ).
  • $110 მოსაკრებელი, გადასახდელი აშშ დოლარში ან ექვივალენტ საქართველოს ლარებში (მხოლოდ ნაღდი ანგარიშწორებით).

ვადები

მზად უნდა იყოთ, იმისათვის რომ ახალი პასპორტის მიღებას დასჭირდება 10-14 სამუშაო დღე.

მეტი ინფორმაციის მისაღებად და პასპორტის განაცხადის ფორმებისთვის იხილეთ Department of State website (აშშ საგარეო სამინისტროს ვებბვერდი)

აშშ მოქალაქეები ისევე უნდა გაუფრთხილდნენ თავიანთ პასპორტებს, როგორც ძვირფასეულობას.

თუ თქვენი პასპორტი დაკარგული ან მოპარულია, გირჩევთ შეატყობინოთ ადგილობრივ პოლიციას. ჩვენი რეკომენდაციაა, წარმოადგინოთ განაცხადი პასპორტის შესაცვლელად დაუყონებლივ, მას შემდეგ რაც აღმოაჩენთ რომ დაკარგული ან მოპარულია.

თქვენი დაკარგული ან მოპარული პასპორტის შესახებ შეტყობინების გასაკეთებლად და პასპორტის შესაცვლელად წარმოადგინეთ პირადად შემდეგი:

თუ ფორმებს ვერ ჩამოტვირთავთ, ისინი გადმოგეცემათ საკონსულო განყოფილებაში მობრძანებისას

  • მნიშვნელოვანია რომ ადგილობრივ პოლიციას შეატყობინოთ დაკარგული ან მოპარული პასპორტის შესახებ. გთხოვთ მოგვიტანოთ პოლიციის მიერ შედგენილი აქტის თქვენი ასლი
  • მოიტანეთ მთავრობის უწყების მიერ გაცემული რაიმე საიდენტიფიკაციო ორიგინალი (მაგ. მართვის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა) აგრეთვე დოკუმენტები, რომლებიც აფიქსირებს თქვენს მოქალაქეობას (მაგ. დაბადების ან მოქალაქეობის მიღების მოწმობა, ვადაგასული პასპორტი).
  • 1 ფოტოსურათი (2″ x 2″ დუიმი ან 5სმ x 5სმ) გადაღებული ბოლო 6 თვის განმავლობაში (იხილეთ)
  • $135 მოსაკრებელი, გადასახდელი აშშ დოლარში ან ექვივალენტ ქართულ ვალუტაში ლარი (მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით)

მზად უნდა იყოთ, იმისათვის რომ ახალი პასპორტის მიღებას დასჭირდება 10-14 სამუშაო დღე. იმ შემთხვევებში როდესაც განმცხადებელს დაუყონებლივი გამგზავრება დასჭირდება, საკონსულო განყოფილებას შეუძლია გასცეს ‘საგანგებო პასპორტი’ ჩვეულებრივ სამ-თვიანი მოქმედების ვადით. ამ ‘საგანგებო პასპორტის’ შეცვლა შემდეგ შესაძლებელი იქნება სრული ძალის მქონე პასპორტით ამერიკის საელჩოებში ან საკონსულოებში საზღვარგარეთ, ან საპასპორტო განყოფილებებში აშშ-ში. იხილეთ ჩვენი პარაგრაფი საგანგებო პასპორტის შეცვლაზე.

მნიშვნელოვანი შეტყობინება!

დაკარგული ან მოპარული პასპორტები, რის შესახებაც ინფორმირებული იქნება საკონსულო განყოფილება, გაუქმდება და შესაძლებელი აღარ იქნება მათი გამოყენება მოგზაურობის დროს.

აშშ მოქალაქის მომსახურების ყველა მომხმარებელი უნდა ჩაეწეროს მიღებაზე ონლაინ რეჟიმში. იმისათვის რომ ჩაეწეროთ მიღებაზე ონლაინ რეჟიმში გთხოვთ დააჭიროთ აქ here.

სავალდებულოა მიღებაზე ჩაწერის ონლაინ მოთხოვნაში დააფიქსიროთ ყველა არა-განმცხადებელი (მცირეწლოვანის მშობლები და მეურვეები) რომლებიც გეგმავენ საკონსულო განყოფილებაში განმცხადებელთან ერთად მოსვლას; მხოლოდ იმათ შეუშვებენ, რომელთა სახელებიც იქნება დაფიქსირებული მიღების სიაში.

ორივე მშობელი ყოველ არასრულწლოვანთან ერთად ფიზიკურად უნდა იმყოფებოდეს საკონსულო განყოფილებაში არასრულწლოვნის პასპორტის განაცხადზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად. თუ ერთი მშობელი ფიზიკურად არ იქნება, მაშინ სანოტარო წესით დამოწმებული ფორმა DS-3053 უნდა დაერთოს განაცხადს. თუ არ მყოფი მშობელი არ იქნება აშშ-ში, მაშინ ფორმა შეიძლება ნოტარიულად დამოწმდეს უახლოეს ამერიკის საკონსულოში. არ მყოფი მშობლის პასპორტის ან ფოტოსურათიანი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დამოწმებული ნამდვილი ასლი თან უნდა დაერთოს ფორმა DS-3053 -ს. თუ არა-განმცხადებელი მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა ან მეურვეობის განსაკუთრებული უფლება არ იქნება მიღებული დროულად, მაშინ ფორმა DS-5525 (ოჯახის გარემოებების გადაუდებელი საჭიროების განაცხადი) უნდა იქნეს წარდგენილი არასრულწლოვანის პასპორტის განაცხადთან ერთად.

მეტი ინფორმაციის მისაღებას ეწვიეთ travel.state.gov ვებსაიტს და/ან DS-3053 / DS-5525 FAQ (ხშირად დასმული კითხვების გვერდს) (PDF 267 KB)

არასრულწლოვანმა აშშ მოქალაქეებმა (16 წლამდე) უნდა წარმოადგინონ:

  • DS-11 ფორმა
  • ბოლო აშშ პასპორტი
  • 1 ფოტო (2 * 2-ზე ინჩებში; ან 5*5 სანტიმეტრებში)
  • მშობლების პასპორტები
  • $105 გადასახადი, რომელიც გადახდილ უნდა იქნას ან აშშ დოლარებში ან ეკვივალენტით ქართულ ვალუტაში (ლარი). გადახდა ხდება მხოლოდ ნაღდი ფულით
  • არასრულწლოვანის პროგრესული ასაკობრივი ფოტოები
  • დაბადების მოწმობა (ორიგინალი, საპასპორტო განცხადების პირველად შემომტანისათვის; ასლი – პასპორტის განახლებისათვის).